16:58 23 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1013
  • 100 RUB4.1338
  • USD2.6951
Дом в Сололаки

სოლოლაკი მსოფლიოს ყველაზე მაგარი ადგილების ლონდონურ ჩამონათვალში შევიდა

© Sputnik / Ekaterina Mikaridze
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (803)
15310

​გამოცემა წერს, რომ მთაწმინდასა და სოლოლაკის ქედს შორის მოქცეული ძველი უბანი განსაკუთრებული ატმოსფეროთი ფასობს, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ქვაფენილით მოკირწყლული ქუჩები.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ისტორიული უბანი სოლოლაკი ონლაინგამოცემა Time Out-მა „მსოფლიოს 50 ყველაზე მაგარი ადგილის“ ჩამონათვალში შეიტანა. 

თბილისის ძველმა უბანმა რეიტინგში 26 ადგილი დაიკავა. მის მეზობლად განთავსდნენ პარიზის, რომის, ბერლინის, ლოს-ანჯელესისა და ტოკიოს რაიონები. 

​გამოცემა წერს, რომ მთაწმინდასა და სოლოლაკის ქედს შორის მოქცეული ძველი უბანი განსაკუთრებული ატმოსფეროთი ფასობს, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ქვაფენილით მოკირწყლული ქუჩები.

„ბარები, რესტორნები და კლუბებიც კი, რომლებიც სოლოლაკის სახლების ეზოებშია განთავსებული, საშუალებას აძლევს ადგილობრივ მხატვრებსა თუ მუსიკოსებს, საკუთარი აურით შეავსონ ისინი“, — წერს ონლაინგამოცემა.

Time Out-ი ურჩევს მოგზაურებს, მოუსმინონ სოლოლაკის სცენებზე შესრულებულ როგორც ყველასგან განსხვავებულ და გამოჩეულ ქართულ პოლიფონიურ სიმღერებს, ისე ჯაზ-მუსიკას. 

„სოლოლაკი — ეს არის ადგილი, სადაც ჭამაც შეიძლება, დალევაც, გართობაც და ღამის გათევაც. იქვეა სახელგანთქმული გოგირდის აბანოებიც“, — ნათქვამია ონლაინგამოცემის აღწერაში.

Time Out-ის ჩამონათვალში ასევე შესულია მადრიდის Embajadores-ი, პეკინის Sanlitun-ი, ბოსტონის South End-ი, ციურიხის Langstrasse და სხვ.

Time Out — საერთაშორისო კომპანიაა, რომლის შტაბბინაც ლონდონში მდებარეობს. ის ასევე გამოსცემს იგივე სახელწოდების ყოველკვირეულ ჟურნალს, რომელშიც მსოფლიოს 60 ქალაქის კულტურული ცხოვრება განიხილება.

თემები:
თბილისი დღეს (803)

მთავარი თემები