თბილისის საბავშვო ბაღებში დამატებითი რეგისტრაცია გამოცხადდა

© photo: Sputnik / Stringerსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამატებითი რეგისტრაციის შემთხვევაში აღსაზრდელმა კონკრეტული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დამატებითი რეგისტრაციისთვის განცხადებების მიღება 20 აგვისტოს დაიწყება და 7 სექტემბრამდე გაგრძელდება, ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, აღსაზრდელთა რეგისტრაცია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მოხდება: განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები; დედმამიშვილები (რომლებმაც ვერ მოასწრეს რეგისტრაცია, რეგისტრირებული არიან სხვა ბაღში და სხვა); ბაგა-ბაღის თანამშრომლის შვილები; სოციალურად დაუცველი ბავშვები (რომლებმაც პირველ ეტაპზე დარეგისტრირება ვერ მოახერხეს); იმავე რაიონში რეგისტრირებული აღსაზრდელები, სადაც მდებარეობს ბაგა-ბაღი; სხვა დანარჩენი განცხადებები.

საბავშვო ბაღში - Sputnik საქართველო
საბავშვო ბაღების აღმზრდელებს ახალ მეთოდოლოგიას შეასწავლიან

განაცხადების მიღება სასურველ ბაგა-ბაღში იწარმოებს, საიდანაც ისინი ბაღების მართვის სააგენტოში გადაიგზავნება. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი ბავშვი შესაბამის ბაგა-ბაღში ჩაირიცხება.

სააგენტოს ცნობით, მთლიანობაში 2018-2019 სასწავლო წელს დარეგისტრირდება დაახლოებით 15 ათასი ბავშვი.

თბილისში შემოდგომაზე 9 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება, ხოლო ორ ბაგა-ბაღს ახალი, თანამედროვე სტანდარტების კორპუსი შეემატება.

თბილისში 171 სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც წელს 61 ათასზე მეტი ბავშვი იყო რეგისტრირებული.

ყველა ახალი ამბავი
0