კალაძე: შარტავას ქუჩა თანამედროვე სტანდარტების გახდება

© photo: Sputnikშარტავას ქუჩა თბილისში
შარტავას ქუჩა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კალაძის განცხადებით, შარტავას ქუჩაზე ველობილიკები მოეწყობა და ერთმანეთს რამდენიმე ქუჩა დაუკავშირდება

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. თბილისში, საბურთალოს რაიონში ჟიული შარტავას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და გზის სავალი ნაწილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გახდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სარეაბილიტაციო არეალში (1 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთი) არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩატარება. გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარი მთლიანად შეიცვლება და ახალი სანიაღვრე სისტემა მოეწყობა, ასევე, გზის ორივე მხარეს მოწესრიგდება ტროტუარები და შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები.

„ტროტუარზე მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები სტანდარტების შესაბამისად. საპროექტო გზის მთელ სიგრძეზე გაკეთდება ველობილიკი, რომელიც დაუკავშირდება და შეუერთდება კოსტავას ქუჩას, ასევე პარკინგს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტია", – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
თბილისში რობაქიძის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება

შარტავას ქუჩაზე გარე განათების ბოძებიც შეიცვლება და ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათებები დამონტაჟდება.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 3 მლნ 200 ათასი ლარს შეადგენს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 800 ათას ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს, რომლის ფარგლებში წყლისა და წყალარინების ქსელები შეიცვლება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრში დასრულდება, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბლექ სი გრუპი" განახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0