01:55 23 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1013
  • 100 RUB4.1338
  • USD2.6951
ჩურჩხელით ვაჭრობა

კალაძე გარემოვაჭრეებს აფრთხილებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (802)
190 0 0

თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოვაჭრეები გააფრთხილა, რომ ვინც გაბედავს და ხელს ასწევს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელზე, დაისჯება

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი გარემოვაჭრეებს მოუწოდა, არ შეუშალონ ხელი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს მოვალეობის შესრულებაში.

ასე გამოეხმაურა კალაძე შეხლა-შემოხლას რამდენიმე დღის წინ სამგორის რაიონში ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელსა და გარემოვაჭრეს შორის.

„ფიზიკური დაპირისპირების დროს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამაშრომელმა თავის არეში მიიღო მძიმე დაზიანება, რომელიც ამ დროისთვის კლინიკაშია მოთავსებული და მას შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდება", — განაცხადა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მერმა კიდევ ერთხელ შეახსენა მოსახლეობას, რომ თბილისში გარევაჭრობა აკრძალულია. კალაძემ გააფრთხილა მოქალაქეები, რომ ის, ვინც ხელს აღმართავს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელზე, მკაცრად დაისჯება.

„ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები საკუთარი კომპეტენციისა და კანონის ფარგლებში მათზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებენ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა და ფიზიკური შეურაცხყოფა კანონით ისჯება და რომელიც არავის ეპატიება, და არც ეს კონკრეტული შემთხვევა. ეს ადამიანები გამოდიან და ზრუნავენ ქალაქის იერსახეზე. ამ კონკრეტულ ფაქტს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. დაწყებულია გამოძიება. დამნაშავე დაისჯება უმკაცრესად დაისჯება კანონის ფარგლებში", — აღნიშნა კალაძემ.

საქართველოს ხელისუფლება გარევაჭრობას ებრძვის. გასული წლის მაისში თბილისში „რეიდები" მოეწყო. შესაბამისი ნებართვის გარეშე ვაჭრობა ისჯება 20-დან 50 ლარამდე ჯარიმით, ხოლო თუ გარემოვაჭრე არ დაემორჩილება სამართალდამცველის მოთხოვნას, ამ შემთხვევაში ჯარიმა 50-დან 100 ლარამდე შეადგენს ან დარღვევა შვიდდღიან პატიმრობას ითვალისწინებს.

თემები:
თბილისი დღეს (802)

მთავარი თემები