21:35 20 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
ივან ურგანტი თბილისში

ივან ურგანტმა დაბადების დღე თბილისში აღნიშნა

© FB / Davit Magradze
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (554)
18510

ურგანტმა საკუთარი დაბადების დღე ქართველი შოუ–ბიზნესის წარმომადგენლების წრეში აღნიშნა

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik.  რუსმა შოუმენმა ივან ურგანტმა 40 წლის იუბილე თბილისში, ქართველი შოუ–ბიზნესის წარმომადგენლების წრეში აღნიშნა. ქართველი მუსიკოსების Facebook–ისა  და Instagram–ის გვერდებზე ურგანტთან ერთად გადაღებული ფოტო და ვიდეოკადრები გამოქვეყნდა. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენებია თუ როგორ მღერის ურგანტი ქართველ კომპოზიტორ დავით ევგენიძესთან, ჯაზ–პიანისტ დინა ვირსალაძესთან და მომღერალ ქრისტი იმედაძესთან ერთად. 

ივან ურგანტის დაბადების დღის საქართველოში აღნიშვნა წინასწარ დაგეგმილი თუ უბრალო დამთხვევა იყო, უცნობია. თუმცა, 16 აპრილი მომღერალმა ერთ–ერთ კლუბში ღვინის სმასა და სიმღერაში გაატარა.

ივან ურგანტს ცოლად ქართველი ნატალია კიკნაძე ჰყავს, რომელიც სკოლის მერხიდან უყვარდა.  მტკივნეული დაშორებების შემდეგ, წყვილი მოულოდნელად სანქტ–პეტერბურგში შეხვდა ერთმანეთს და შეუღლებაც გადაწყვიტეს. 2018 წელში მათ ქალიშვილი ნინა შეეძინათ. 2015 წელს კი ივანსა და ნატალიას მეორე გოგონა, ვალერია გაუჩნდათ. ამასთან, ივანი ზრდის ვაჟს ნატალიას პირველი ქორწინებიდან  – ერიკს.

 

 

 

თემები:
თბილისი დღეს (554)

მთავარი თემები