„შაბათობა“ ვაკის პარკში – ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს

© Photo: Courtesy of Tbilisi City Hallვაკის პარკის დასუფთავება
ვაკის პარკის დასუფთავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასუფთავების სამუშაოების გარდა, შეიღებება პარკის ტერიტორიაზე არსებული სანათი ბოძები, შეიცვლება დაზიანებული სანათი მოწყობილობები, მოწესრიგდება გამწვანების ზოლი

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ვაკის პარკის ტერიტორიაზე „თბილსერვის ჯგუფი“ დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს.

ე. წ. შაბათობა ვაკის პარკში რამდენიმე დღე გაგრძელდება. 

როგორც „თბილსერვის ჯგუფში“ აცხადებენ, დასუფთავების სამუშაოების გარდა, შეიღებება პარკის ტერიტორიაზე არსებული სანათი ბოძები, შეიცვლება დაზიანებული სანათი მოწყობილობები, მოწესრიგდება გამწვანების ზოლი.

"თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის, ლევან ჯღარკავას განცხადებით, დასუფთავების სამუშაოები დედაქალაქის მერის დავალებით ვაკის პარკიდან დაიწყეს.

სამუშაოებში ჩართული არიან „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავებისა და გარე განათების სამსახურის თანამშრომლები. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.


ყველა ახალი ამბავი
0