როდის აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე

CC BY 2.0 / Flickr / N i c o l a / Cristmas treeნაძვის ხის საახალწლოდ მორთვის ტრადიცია 2 ათასი წლისაა
ნაძვის ხის საახალწლოდ მორთვის ტრადიცია 2 ათასი წლისაა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს პირველად მთავარი საახალწლო ღონისძიებები გაიმართება დედაქალაქის სამ რაიონში – გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. მთავარი საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დაამონტაჟეს, 15 დეკემბერს აინთება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

წელს თბილისის მერიამ დედაქალაქის საახალწლო გაფორმებისა და განათებისთვის 3 მლნ ლარი გამოყო. ახალი ილუმინაცია, რომელიც თბილისის ცენტრალურ ქუჩებს გაალამაზებს, იტალიიდან ჩამოიტანეს. მთავარ გამზირზე – რუსთაველზე უკვე დამონტაჟდა პეპელას ფორმის 32 კონსტრუქცია. დედაქალაქის საახალწლო გაფორმება ჯერ კიდევ ნოემბერში დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

ჯამბაზები საქართველოს მთავარ ნაძვის ხესთან რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
როგორ გავერთოთ საახალწლოდ თბილისში: პროგრამა

თბილისის მერია თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს ბევრ სიახლეს ჰპირდება. კახა კალაძის განცხადებით, მთავარი საახალწლო ღონისძიებები წელს პირველად გაიმართება დედაქალაქის სამ რაიონში – გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში.

„წელს თბილისს არა მხოლოდ განსხვავებული ფორმატის, არამედ ყველაზე სახალხო ახალი წელი ექნება. დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება და ახალი საახალწლო განათებებით მორთული ქუჩები სწორედ 15 დეკემბრიდან გაახარებს თბილისელებსა და ჩამოსულ სტუმრებს“, — აღნიშნა კალაძემ.

საახალწლო ღონისძიებები თბილისის მასშტაბით 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

დედაენის ბაღში „საახალწლო ქალაქი" ორი კვირის მანძილზე უმასპინძლებს კონცერტებს, საახალწლო მსვლელობებსა და სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებს. გარდა ამისა, მოეწყობა ატრაქციონების პარკი, ღია კინოთეატრი და საციგურაო მოედანი.

განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე კი საახალწლო დღესასწაულს 70-მდე სტარტაპერი მოაწყობს.

რაც შეეხება საახალწლო გალა-კონცერტს, ის, ტრადიციულად, 31 დეკემბრის ღამეს ვარდების მოედანზე გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0