04:07 20 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მთაწმინდის დამწვარი ტერიტორია

რა ბედი ელის ნახანძრალ მთაწმინდას: სპეციალისტების რეკომენდაციების მოლოდინში

© FB / თბილისის მერია / Tbilisi City Hall
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
45 0 0

სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გადაწყდება მთაწმინდის პარკის დამწვარი ტერიტორიის აღდგენის საკითხი.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. მთაწმინდის დამწვარი ტერიტორიის აღდგენის სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც სპეციალისტები ქალაქის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს რეკომენდაციებს წარუდგენენ, აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

ხანძრისგან დაზიანებულ ტერიტორიას ამჟამად გარემოს ეროვნული სააგენტოს, სატყეო დეპარტამენტისა და თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის სპეციალისტები სწავლობენ. ცეცხლი მთაწმინდაზე სამშაბათს, საღამოს ერთდროულად რამდენიმე ადგილზე გაჩნდა. ხანძარს ებრძოდა 70 მეხანძრე და 11 ერთეული ტექნიკა.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ჯუმბერ ლომიძემ განაცხადა, რომ მთაწმინდა სუბარიდული ზონაა და ეს ნიშნავს, რომ ნიადაგი დაბალტენიანია.

"ჰაერის ტენიანობა ძალიან დაბალია, ამიტომ პირველ რიგში უნდა მოეწყოს სარწყავი სისტემა. ნიადაგიდან გამომდინარე, უნდა შეირჩეს ისეთი მერქნული მცენარეები, რომელთა ფესვთა სისტემაც ზედა ფენაში იქნება განლაგებული, რათა მოსული ნალექები შეითვისოს. ჩვენ შევისწავლით ტერიტორიას და შესაბამის რეკომენდაციებს დავდებთ", — განაცხადა ჯუმბერ ლომიძემ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგ შოთა ლობჟანიძის განცხადებით, მთაწმინდის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესის ფორმირება პრაქტიკულად გამორიცხულია.

ხანძრის შედეგად, რომელიც ორ ჰექტარ ფართობზე გავრცელდა, 200-მდე ხე დაიწვა.

მთავარი თემები