10:03 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ტაქსი

თბილისში ტაქსის მძღოლებს გააკონტროლებენ: 2018 წლიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება

© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
6510

დაგეგმილი რეგულაციების თანახმად, ტაქსიში აუცილებლად უნდა იყოს დამონტაჟებული საინფორმაციო ტაბლო მძღოლის მონაცემებით.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. თბილისის მერია 2018 წლიდან ქალაქში მოძრავი ტაქსის მძღოლებისთვის რეგულაციების შემოღებას გეგმავს, განაცხადა თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ტაქსისტებისთვის ახალი რეგულაციებისა და ლიცენზიის შესახებ ჯერ კიდევ 2016 წელს იყო ცნობილი, თუმცა, მერიას ამ მიმართულებით არანაირი ზომები არ მიუღია.

„ტაქსის მძღოლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ტაბლო — ვინ ემსახურება მგზავრს, მძღოლის მონაცემები და საკონტაქტო ტელეფონი. თუ მძღოლი ტაქსების კომპანიას წარმოადგენს, მას უნდა ჰქონდეს ამ კომპანიის მონაცემები და მძღოლის ბარათი… ვფიქრობ, მომავალი წლიდან ჩვენ ამ მიმართულებით უფრო კონკრეტულ მოქმედებაზე გადავალთ“, — განაცხადა მუმლაძემ.

თბილისში ქუჩებს არემონტებენ
თბილისში ქუჩებს არემონტებენ

დღეს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში ტაქსების მოძრაობა სახელმწიფოს მხრიდან არ რეგულირდება. არ არის სპეციალური ლიცენზიები და გადასახადები. ტაქსის მძღოლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია — ამისთვის მხოლოდ საკუთარი ავტომობილი და ტაქსის სპეციალური ნიშნის არსებობაა საკმარისი.

საქართველოში ტაქსის კერძო კომპანიებიც მუშაობენ, თუმცა  ბაზარზე მათი წილი, ინდივიდუალურად დასაქმებულ ტაქსის მძღოლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალია.

თბილისში მოძრავი ტაქსების ზუსტი რაოდენობა უცნობია, რამდენადაც ეს სექტორი არ კონტროლდება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში 40 ათასი ტაქსი მოძრაობს.

მთავარი თემები