თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. გუშინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის ცალკეულ რაიონებში სახლების პირველი სართულები დატბორა, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს „ცხელ ხაზზე“ რამდენიმე საათის განმავლობაში 25 შეტყობინება შევიდა.
გამოძახებები, ძირითადად, დიდუბე-ჩუღურეთის, გლდანი-ნაძალადევისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებიდან დაფიქსირდა.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, რთული ვითარება არც ერთ რაიონში არ დაფიქსირებულა.