გარემოვაჭრეების ნაწილი "დეზერტირების ბაზარში" გადასვლას დათანხმდა

© FB / Мэрия Тбилисиდეზერტირების ბაზარი
დეზერტირების ბაზარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოვაჭრეების დიდი ნაწილი თბილისის ბაზრების ასოციაციის შეღავათიან პირობებზე უარს ამბობს, რადგან კონკურენციის ეშინია.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. დაახლოებით 150 გარემოვაჭრე თავის საქმიანობას "დეზერტირების ბაზრის" ტერიტორიაზე გააგრძელებს, აღნიშნულია მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ადგილები შესთავაზეს ვაგზლის მოედნისა და აბასთუმნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ მოვაჭრეებს. დედაქალაქის მერია მარტის შუა რიცხვებიდან უკანონო გარევაჭრობას აქტიურად ებრძვის.

"მოვაჭრეები ბაზარში საქმიანობის გაგრძელებას, შეპირებისამებრ, 6 თვის განმავლობაში შეღავათიანი პირობებით, უსასყიდლოდ შეძლებენ", — განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა.

ვაგზლის მოედანი - Sputnik საქართველო
მერიამ გარემოვაჭრეებისგან ვაგზლის მოედნის ტერიტორია გაწმინდა

უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს მეტრო "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ანალოგიურ ღონისძიებებს მერია მომავალშიც განახორციელებს. მერია შეუთანხმდა თბილისის ბაზრების ასოციაციას, რომ გარემოვაჭრეები ნახევარი წლის განმავლობაში დედაქალაქის ბაზრებში შეღავათიანი პირობებით ისარგებლებენ.

გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია არაერთხელ მოაწყვეს. მიუხედავად თბილისის მერიის შეთავაზებისა, ისინი უარს ამბობენ ბაზრებში დახლების დაკავებაზე და მიუთითებენ, რომ სხვა მოვაჭრეებს კონკურენციას ვერ გაუწევენ, რადგან მათ საქონლის ფართო ასორტიმენტი აქვთ.

გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზება შეუძლიათ რკინიგზის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალ "დეზერტირების ბაზარში", მეტრო დიდუბესთან, ისნისა და სამგორის ბაზრებში.

საქართველოში ქუჩაში ვაჭრობა აკრძალულია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სათანადო ნებართვის გარეშე გარევაჭრობა ისჯება 20–დან 50 ლარამდე ჯარიმით. თუ გარემოვაჭრე პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნას არ დაემორჩილება, ის 50 ან 100 ლარით დაჯარიმდება, ან 7–დღიანი პატიმრობა მიესჯება.

ყველა ახალი ამბავი
0