თბილისში წყლის ხარისხი საათში ერთხელ მოწმდება

© photo: Sputnik / Murad Orujovწყლის ონკანი
წყლის ონკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში წყლის ხარისხი, რომელიც ონკანიდან მოედინება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს შეესაბამება.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. თბილისი მსფოლიოს იმ ქალაქების ჩამონათვალშია, სადაც წყლის დალევა პირდაპირ ონკანიდან შეიძლება, ხოლო იმისთვის, რომ თბილისელებმა სუფთა წყალი სადღეღამისო რეჟიმში მიიღონ, წყლის ხარისხი ყოველ საათში ერთხელ მოწმდება, განუცხადეს Sputnik საქართველოს" წყლის გამანაწილებელ კომპანია Georgian Water and Power (GWP)-ში.

წყლის ხარისხი სრულად შეესატყვისება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნება.

მინერალური წყალი - Sputnik საქართველო
ქართული მინერალური წყლები: ისტორია და სასარგებლო თვისებები

თბილისის წყალმომარაგების ძირითადი წყაროა მდინარე არაგვი და მისი ფილტრატები, მათ შორის, მუხრანის ველის ჭაბურღილები, ნატახტრის, ბულაჩაურის წყლის აუზები და სხვა.

 

დედაქალაქის წყალმომარაგება ოთხ ძირითად საფეხურს გადის: წყლის დაგროვება, წყლის საჭირო სტანდარტამდე მიყვანა, წყლის ტრანსპორტირება და განაწილება მომხმარებლამდე. უნდა აღინიშნოს, რომ დედაქალაქის მოსახლეობა წყალს უწყვეტ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იღებს", — განაცხადეს კომპანიაში.

 

რაც შეეხება ლაბორატორიებს, რომლებიც წყლის ხარისხის შემოწმებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ, განთავსებულია კომპანიის ყველა სათავო ნაგებობაში — სამგორის რაიონში, საგურამოსა და ბულაჩაურში. ლაბორატორიის გამართულად მუშაობას, თავის მხრივ, თვალს ადევნებს ღრმაღელის რაიონში განთავსებული ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორია.

ყველა ლაბორატორია თანამედროვე უახლესი აპარატურით არის აღჭურვილი.

წყლის ხაირსხის ლაბორატორიული მონიტორინგი დედაქალაქის ყველა, 373 წყალსადენში წარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0