17:40 20 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
დავით ნარმანია

თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 800 მლნ ლარი იქნება

© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
12201

თბილისის 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს განსახილველად სამშაბათს წარუდგენენ.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 800 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება, განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

მისი განცხადებით, მერია საკრებულოს განსახილველად ბიუჯეტს 15 ნოემბერს წარუდგენს. თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 847 მლნ ლარს შეადგენს.

„ვასრულებთ დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის პროცესს. ვვარაუდობთ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაახლოებით 800 მლნ ლარი იქნება. 2017 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია გამოკვეთილი. მათ შორის გამოვყოფდი ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას“, — განაცხადა ნარმანიამ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

მომავალ წელს უცვლელი პრიორიტეტები ასევე იქნება ქალაქის ისტორიული ნაწილის განახლების ღონისძიებები, საბავშვო ბაღების მშენებლობა, გამწვანება და ეკოლოგია, აღნიშნა მერმა.

მთავარი თემები