ვიზუალური ტესტი: რა არის თქვენი გამდიდრების წყარო
17:50 23.09.2024 (განახლებულია: 12:31 02.10.2024)
© Pixabay / Alexas_Fotosფულის გომბეშო
© Pixabay / Alexas_Fotos
გამოწერა
ჩინურ კულტურაში სიმდიდრისა და იღბლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლო ფულის გომბეშოა, რომელიც პირად თუ ოჯახის კეთილდღეობას განაპირობებს.
უძველესი ჩინური ლეგენდის თანახმად, საუკუნეების წინ სისხლისმსმელი ყაჩაღი ჩან ჩუ ცხოვრობდა, რომელმაც უამრავი ადამიანი გაძარცვა და მოკლა. დროთა განმავლობაში მისი სისასტიკე იმდენად მომძლავრდა, რომ დაბალი საფეხურის ღვთაებებსაც კი შეუტია.
შეწუხებულმა ღვთაებებმა დახმარებისთვის ბუდას მიმართეს, რომელმაც ჩან ჩუ გომბეშოდ აქცია. მას შემდეგ ის იძულებულია თავისი ცოდვები „ოქროს მონეტების ნთხევით“ გამოისყიდოს და ხალხს გამდიდრებაში დაეხმაროს.
ეს ლეგენდა კარგა ხანია გასცდა ჩინეთის საზღვრებს. ახლა უკვე ჩვენშიც ბევრს სჯერა, რომ ფულის გომბეშოს ფიგურა გამდიდრებაში შეუწყობს ხელს.
აქედან გამომდინარე, გთავაზობთ სახალისო ტესტს, რომელიც თქვენი კეთილდღეობის წყაროს დადგენაში დაგეხმარებათ.
დახედეთ ნახატს, აირჩიეთ თქვენთვის მოსაწონი გომბეშო და იხილეთ პასუხები.
სიმდიდრის ტესტი გომბეშოებზე
სიმდიდრის ტესტი გომბეშოებზე
თუ აირჩიეთ:
გომბეშო 1. თქვენი სიმდიდრის წყარო არის პროფესია, რომელიც საჯაროობასთან და რეკლამასთანაა დაკავშირებული. თქვენთვის მნიშვნელოვანია გარეგნობაზე, გემოვნებაზე ზრუნვა. სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენი მოწოდება იყოს: ჟურნალისტიკა, სილამაზის სალონი, სამოდელო ბიზნესი, სამკაულებისა და ბრენდირებული ნივთების გაყიდვა. ასევე არ არის გამორიცხული მომღერლისა თუ მსახიობის კარიერა.
გომბეშო 2. თქვენი სიმდიდრის წყარო თქვენივე იდეები, მოსაზრებები და ლოგიკაა. გაქვთ რაციონალური გონება და თავისუფალი აზროვნება, რის გამოც თქვენთვის წარმატებული იქნება საქმიანობა ფინანსურ სფეროში, იურისპრუდენციაში, მეცნიერებაში.
გომბეშო 2. თქვენი სიმდიდრის წყარო თქვენივე იდეები, მოსაზრებები და ლოგიკაა. გაქვთ რაციონალური გონება და თავისუფალი აზროვნება, რის გამოც თქვენთვის წარმატებული იქნება საქმიანობა ფინანსურ სფეროში, იურისპრუდენციაში, მეცნიერებაში.
გომბეშო 3. თქვენი სიმდიდრის წყარო რწმენაა, თუმცა არა აუცილებლად რელიგიური. შესაძლოა გწამდეთ თქვენი ოცნებისა, საკუთარი ძალებისა თუ ადამიანებისა. ამასთან გაქვთ უნარი, რომ ეს რწმენა სხვებსაც გაუზიაროთ და გადასდოთ. თქვენთვის შესაფერისია ნებისმიერი სამუშაო, რომელიც ადამიანების დახმარებისკენაა მიმართული: მასწავლებელი, ექიმი, მღვდელი.
გომბეშო 4. თქვენი სიმდიდრის წყარო გუნდური მუშაობაა. შეგიძლიათ საკუთარი ბიზნესის ხელმძღვანელიც გახდეთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრეები გყავდეთ, რომლებიც ყოველთვის დაუჭერენ მხარს თქვენს იდეებს.
გომბეშო 4. თქვენი სიმდიდრის წყარო გუნდური მუშაობაა. შეგიძლიათ საკუთარი ბიზნესის ხელმძღვანელიც გახდეთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრეები გყავდეთ, რომლებიც ყოველთვის დაუჭერენ მხარს თქვენს იდეებს.
გომბეშო 5. თქვენი სიმდიდრის წყარო არის აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ოჯახურ სიმყუდროვეს უკავშირდება. თქვენი ძლიერი მხარეა სხვადასხვა კერძების მომზადება, სამზარეულოს ტექნიკა, მებაღეობა... შეგიძლიათ იყოთ სიმპათიური მაღაზიის ან კაფეს მფლობელი, შეგიძლიათ დაკავდეთ მცენარეებითა და ბაღის ხელსაწყოებითაც კი.
გომბეშო 6. თქვენი სიმდიდრის წყარო არის მოძრაობა, მოქმედება და წინსვლა. თქვენი პროფესია აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული მგზავრობა-მოგზაურობასთან და ასევე სპორტთან. თუ ასეთი სამსახური არ გაქვთ, მაშინ უბრალოდ შესაფერისი ჰობი აირჩიეთ.
გომბეშო 7. თქვენი სიმდიდრის მთავარი წყაროა სიცოცხლისადმი, სიხარულისა და სიამოვნებებისადმი სწრაფვა. თქვენ შეგიძლიათ ხელი მოჰკიდოთ გასართობ თუ სარესტორნო ბიზნესს. რაც მთავარია, შერჩეული საქმიანობა სიამოვნებას უნდა განიჭებდეთ.
გომბეშო 8. თქვენი სიმდიდრის წყარო დღესასწაულები და ფესტივალებია. შეგიძლიათ მოაწყოთ საბავშვო საღამოები, იმუშაოთ დღესასწაულების ფოტოგრაფად თუ მუსიკოსად, ქორწილების ორგანიზატორად. თქვენგან კარგი დიზაინერიც დადგება და ფლორისტიც. ასევე მშვენივრად გაართმევთ თავს ტურისტულ აგენტობას და ტიპოგრაფიულ საქმიანობას.
გომბეშო 9. თქვენი სიმდიდრის წყარო არის თანაგრძნობის, სხვათა გაგების უნარი. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ კარგი ფსიქოლოგი, თუმცა ამ შემთხვევაში გადაჭარბებულმა ემოციურობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ. ამასთან თქვენთვის იდეალურია ნებისმიერი შემოქმედებითი სამუშაო, რადგან გრძნობების გადმოცემა თქვენსავით არავინ იცის.