https://sputnik-georgia.com/20240920/sayvareli-feri-da-pirovnuli-tvisebebi-275434448.html
ფსიქოლოგიური ტესტი: რას მეტყველებს თქვენზე თქვენი საყვარელი ფერი
ფსიქოლოგიური ტესტი: რას მეტყველებს თქვენზე თქვენი საყვარელი ფერი
Sputnik საქართველო
ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ფერი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში. 20.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-20T18:23+0400
2024-09-20T18:23+0400
2024-10-02T12:23+0400
ფსიქოლოგია
ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ტესტები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/03/275434290_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_33d868a774e2332a90c361ce1feb7da7.jpg
მიუხედავად იმისა, რომ ფერების მიმართ დამოკიდებულება შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს, ფსიქოლოგებს მაინც შეუძლიათ დასკვნების გამოტანა არა მხოლოდ პიროვნების ხასიათის, მიდრეკილებებისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ, არამედ ზოგჯერ აზროვნებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც კი.ქვემოთ სწორედ ფსიქოლოგების დაკვირვების შედეგებს გთავაზობთ. წაიკითხეთ და გაეცანით თქვენი ან თქვენი ახლობელი ადამიანის დახასიათებას საყვარელი ფერის მიხედვით.ლურჯიამ ფერის მოყვარულები მოკრძალებული, მშვიდი, სანდო და მიმნდობი მელანქოლიკები არიან. განვითარებული აქვთ ლოგიკური აზროვნება და მოვალეობის მაღალი გრძნობა. ეს თვისებები „ლურჯებს“ წინდახედულ, პასუხისმგებლიან და კონსერვატიულ ტიპებად აყალიბებს. სანამ რამეს იტყვიან ან გააკეთებენ, ორჯერ დაფიქრდებიან.უყვართ კომფორტი და ჰარმონია, არიან პუნქტუალურები და აქვთ ცხოვრების მკაფიო განრიგი. რისკი და კონფლიქტი მათ ცხოვრებაში იშვიათია. არ მოსწონთ ხმაურიანი კომპანიები. ახასიათებთ ძლიერი მეგობრობა, სხვათა დახმარების სურვილი და უნარი. მძიმედ გადააქვთ ყოველგვარი ღალატი და იმედგაცრუება. ლურჯის მოყვარულებს მუდმივად სჭირდებათ საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა.ვისაც ლურჯი არ მოსწონს: არიან თავდაუჯერებელი, გულდახურული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. გარდა ამისა, ამ ფერისადმი უარყოფითი დამოკიდებულება მეტყველებს შფოთვებსა და მოუსვენრობაზე, ერთფეროვნებისგან თავის დაღწევის მოთხოვნილებაზე.მწვანე ამ ფერის მოყვარულ ადამიანებს თავდაჯერებული და გაწონასწორებული ხასიათი აქვთ. გამოირჩევიან დაჟინებულობითა და სიჯიუტით. არიან მზრუნველი მშობლები, კეთილი და გულუხვი ადამიანები. იციან კარგი ურთიერთობა, რადგან განვითარებული აქვთ თანაგრძნობა და იციან როგორ იზრუნონ ვინმეზე.ეს ადამიანები ძალიან პრინციპულები და ხისტები არიან შეხედულებებში. ხშირად არ ფიქრობენ, რომ სხვებსაც აქვთ საკუთარი აზრის ქონის და გამოთქმის უფლება. თუ ამაზე დაფიქრდებიან, არა მარტო წარმატებებს მიაღწევენ ცხოვრებაში, არამედ ნამდვილ მეგობრებსაც შეიძენენ, რაც ძალიან აკლიათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, „მწვანეების“ გვერდით ადამიანები თავს დაცულად გრძნობენ.ამ ფერის მოყვარულებს აქვთ მაღალი მორალური ღირებულებები, უყვართ „სწორად“ ცხოვრება და სურთ, რომ გარშემო მყოფებმა ეს სათანადოდ დააფასონ.„მწვანეები“ საკუთარი გეგმის მიხედვით ცხოვრობენ და მკაცრად მიჰყვებიან მას. ასეთი ადამიანები ძალიან ჭკვიანები არიან და სწრაფად ესმით ახალი იდეები, მიზნებს კი დაჟინებით და ფარულად აღწევენ. უყვართ სირთულეებისა და პრობლემებისთვის თავის არიდება. ასეთი ადამიანებისთვის რისკი მიუღებელია. „მწვანეების“ ნაკლოვანებებს შორისაა შური და ზოგჯერ ჭორების სიყვარული.ღია მწვანე ფერი — მისი მოყვარულები ძალიან რბილი ადამიანები არიან, რომლებიც აფასებენ თანამშრომლობას. მათ ახასიათებთ სამართლიანობის გრძნობა, კეთილგანწყობა, კომუნიკაბელურობა და პუნქტუალობა. ამასთან აქვთ უნარი, თქვან ზუსტად ის, რასაც მათგან მოელიან. მათი მინუსი ის არის, რომ სრულიად არ ეხერხებათ ვინმესთვის რამეზე უარის თქმა.ვისაც მწვანე არ მოსწონს: ამ ადამიანებს ცხოვრებისეული პრობლემები, ბედის უკუღმართობები, საერთოდ ნებისმიერი სირთულე აშინებთ. არ უყვართ ხმაურიანი წვეულებები და პიკნიკები, ნათესავებთან სტუმრობაც კი. აქვთ კომუნიკაციის პრობლემები, რადგან გამუდმებით მიაჩნიათ, რომ სხვებს მათგან ბევრი უნდათ.თეთრითეთრის მოყვარული ადამიანის ხასიათზე ბევრის თქმა შეუძლებელია, რადგან ეს ფერი თითქმის ყველას მოსწონს. თუმცა ფსიქოლოგებმა მათი ზოგადი აღწერა მაინც მოახერხეს.„თეთრებს“ აქვთ მაღალი თვითშეფასება, კარგად ფლობენ თავს და ცხოვრებას ოპტიმისტურად უყურებენ. არიან კრიტიკულები, ფრთხილები, ძალიან ყურადღებიანები და გონივრები. უყვართ სიმშვიდე. კარგად აქვთ განვითრებული ინტუიცია. ხშირად არიან რელიგიურები.„თეთრები“ ყველაფერში აკურატულობით გამოირჩევიან. და ეს შეიძლება უარყოფით თვისებებსაც კი მივაწეროთ, ისევე, როგორც წუნიაობა.ვისაც თეთრი არ უყვარს: ასეთი ადამიანი არაორგანიზებულია და მოუწესრიგებელი, არააკურატულიც კი. თუმცა არიან ძალიან თავისუფლები და თამამები, მათთან ერთად დროის გატარება ძალიან სასიამოვნოა.წითელიწითელი ვნების, ენერგიისა და ძალის სიმბოლოა. ამ ფერის მოყვარულები არიან ძლიერი ნებისყოფის, მბრძანებლური ბუნების, ფეთქებადი, მაგრამ კომუნიკაბელური ადამიანები. მათ შორის ბევრია ალტრუისტი.„წითლები“, როგორც წესი, დაუოკებელ ლტოლვას გრძნობენ წარმატებისა და გამარჯვებისკენ. სწორედ ეს აძლევთ მათ სტიმულს ყველა მიმართულებით. ცხოვრობენ სისხლსავსე, მოვლენებითა და ახალი შთაბეჭდილებებით მდიდარი ცხოვრებით. არიან მოუთმენლები, რაც არათანმიმდევრულს ხდის მათ. ხოლო სიჯიუტე და თავდაჯერებულობა ხშირად ხელს უშლის ობიექტურობის შენარჩუნებაში. ისინი ყოველთვის თავისებურად მოქმედებენ, მაშინაც კი, თუ რჩევას ითხოვენ.ვისაც წითელი არ მოსწონს: აქვთ არასრულფასოვნების კომპლექსი, არიან მარტოობისკენ მიდრეკილები, ახასიათებთ დაღლილობა, გაღიზიანებადობა, არ უყვართ კონფლიქტები.ყვითელიყვითლის მოყვარულები — ეს ის ექსტროვერტები არიან, რომლებსაც ნამდვილი ემოციების დამალვა სჩვევიათ. თვისებების მიხედვით, ყვითელი ნიშნავს: სიმდიდრეს, ოცნებებს, ფანტაზიებს, გამბედაობას, სიხარულს, სინორჩეს... ასევე შურსა და ეჭვიანობას.ყველა „ყვითელს“ აქვს ერთი საერთო: ყველაფერი ახლის გააზრებისა და დაუფლების სურვილი. ასეთი ადამიანები ბედნიერებისკენ ისწრაფვიან და აღწევენ კიდეც მას, ისევე, როგორც ყველა მიზანს. ძნელად იძენენ მეგობრებს, ვინაიდან გამოწვლილვით ირჩევენ წრეს. აქვთ მდიდარი წარმოსახვა და შემოქმედებითი აზროვნება, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მათ, ანალიტიკურად მიუდგნენ და შეაფასონ რეალობა.ეს ადამიანები კარგი ინტელექტით არიან დაჯილდოვებული. იუმორის გრძნობაც აქვთ, მაგრამ ზომა არ იციან და ხშირად აწყენინებენ სხვებს. ახასიათებთ ფიზიკური სიზარმაცე და ამიტომაცაა, რომ „ყვითლები“ ხშირად გონებრივად მუშაობენ. მაგრამ თუ სამუშაო სიახლეებით სავსე და შემოქმედებითი არ იქნება, მას არც ისე კარგად შეასრულებენ.ვისაც ყვითელი არ მოსწონს: ჩვეულებრივ, ეს პესიმისტი და გულდახურული ადამიანები არიან. მათთან დაახლოება ძნელია. ასეთებისთვის მნიშვნელოვანია შედეგი, აღიზიანებთ იმედგაცრუება. ამასთან მათ არ უყვართ ახალი იდეები და ზოგადად სიახლეები, ამიტომ ხშირად ირჩევენ იმას, რაც კარგად იციან.ყავისფერიეს საიმედოობისა და ჰარმონიის ფერია. ადამიანებს, რომლებიც ყავისფერს ანიჭებენ უპირატესობას, ახასიათებთ პასუხისმგებლობის, მოვალეობის გრძნობა, აქვთ გაწონასწორებული ხასიათი. არიან კონსერვატორები და მომთმენები.„ყავისფრები“ პირველ რიგში აფასებენ ხარისხს, კომფორტს, სიმარტივესა და სიმყუდროვეს. არიან ტრადიციების მოყვარულები. ძალაუფლებისადმი სწრაფვა მათ ფეხზე მყარად დგომაში ეხმარება. თუ რაიმეს დაისახავენ მიზნად, რაც უნდა მოხდეს, მაინც ეცდებიან მის მიღწევას. თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე დიდხანს იფიქრებენ.ყავისფერის მოყვარულები, როგორც წესი, იმით არიან დაკავებული, რასაც რეალური სარგებელი მოაქვს. ამასთან ყველაფერს კეთილსინდისიერად აკეთებენ. არიან კარგი მეგობრები — არასდროს გიღალატებენ და გაგიცრუებენ იმედს. თუმცა, ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საკმაოდ მკაცრები და სასტიკებიც კი არიან სხვების მიმართ.„ყავისფერების“ ნაკლოვანებებს შორის შეიძლება დასახელდეს გადაჭარბებული ყაირათიანობა, მომჭირნეობა. ყველაზე საშინელი მათთვის — ეს სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვაა, რადგან ყველანაირი ბერკეტის ხელში ჭერა უყვართ. ამასთან აღიზიანებთ ისინი, ვინც ძალიან სწრაფად და დაუფიქრებლად მოქმედებს.ვისაც ყავისფერი არ მოსწონს: არიან საკმაოდ იმპულსურები, მახვილგონიერი და გულუხვი ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურობა მოსაწყენ რამედ მიაჩნიათ. ჰყავთ ბევრი მეგობარი და, როგორც წესი, არიან გამორჩეული და ელვარე ადამიანები.ნარინჯისფერიეს ექსტროვერტების ფერია, რომლებსაც კარგი ინტუიცია აქვთ და მიდრეკილნი არიან ოცნებებისკენ. ამ ფერს უპირატესობას ანიჭებენ აქტიური, იმპულსური ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა.„ნარინჯისფერები“ ოპტიმისტები არიან, უყვართ სამყარო, საკუთარი თავი და მეგობრები. წვრილმანებზე დარდი არ ახასიათებთ. ასეთი ადამიანები საკმაოდ მამაცი და ცნობისმოყვარეები, კომუნიკაბელურები არიან და სხვათა განწყობის გამოკეთება შეუძლიათ.არიან ნამდვილი „ენერჯაიზერები“ — პატივმოყვარეობითა და პრაგმატიზმით დამუხტული. გამოირჩევიან შორსმხედველობითა და წინდახედულებით. არც ამბიცია აკლიათ. მათ კარგად იციან რა სურთ და ისიც იციან, როგორ მიაღწიონ ამას. სამსახურში უფროსობას ძალიან მარტივად არწმუნებენ იმაში, რომ ძნელად შესაცვლელები არიან. „ნარინჯისფერები“ ძლიერი პიროვნებები და სახიფათო კონკურენტები არიან. ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ ძარღვებში სისხლთან ერთად მეტოქეობის სულიც მიედინება.ვისაც ნარინჯისფერი არ მოსწონს: ეს ის ხალხია, ვისაც წვეულებები, გართობა, თავის გამოჩენა და ხმამაღალი სიცილი არ ახასიათებს. ამის გამო ასეთ ადამიანებს უჭირთ ახალი ურთიერთობის დამყარება. ბევრ მეგობარს ისინი ნათესავების ვიწრო წრეს არჩევენ. თუმცა, თუ ვინმესთან მეგობრობენ, ეს მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.შავიროგორც წესი, ეს ფერი ცხოვრების პირქუშ აღქმას განასახიერებს, სინამდვილეში კი მასში ბევრი ცეცხლი, ვნება და ამბოხი იმალება. ადამიანი, რომელიც შავს ანიჭებს უპირატესობას, არ არის თავდაჯერებული ან ბედნიერი, ხშირად მიდრეკილია დეპრესიისკენ. მისი ემოციები უკონტროლოა და არაპროგნოზირებადი, რადგან მთლიანად არის შეპყრობილი მათით.„შავების“ პირველი მიზანი ძალაუფლებაა — ძალაუფლება ადამიანებზე, საკუთარ ცხოვრებაზე, ანუ გარემოებების სრული კონტროლი. მეორე მიზანი — ეს შინაგანი სამყაროს დამალვაა, რადგან მხოლოდ ასე გრძნობენ თავს დაცულად. და, საერთოდ, მათ მოსწონთ, როცა იდუმალ პიროვნებებად აღიქვამენ, თუმცა შესაძლოა არანაირი გამოცანა მათში არც იყოს.„შავებისთვის“ დიდი მნიშვნელობა აქვს ინტიმს, რადგან ვნებიანები არიან. ახასიათებთ თანმიმდევრული მუშაობა, დაწყებულს ყოველთვის ამთავრებენ. ასეთ ადამიანებს არ სჭირდებათ ავტორიტეტები, ყოველთვის საკუთარი მოსაზრებებით ხელმძღვანელობენ. ამის გამო ხშირად ექმნებათ პრობლემები.„შავები“ გამუდმებით მზად არიან მოქმედებისთვის, მაგრამ არასდროს ფიქრობენ შედეგებზე, რადგან მიაჩნიათ, რომ სინამდვილეში ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.ვისაც შავი არ მოსწონს: ტოვებენ ხალისიანი და კეთილგანწყობილი ადამიანების შთაბეჭდილებას. მაგრამ, როგორც წესი, ეს მხოლოდ ნიღაბია, რომლის მიღმაც ტრავმული განცდები იმალება. დიდი ალბათობით, ასეთი ადამიანები არაკომფორტულად გრძნობენ თავს დახვეწილი მანერების მქონე ადამიანების გარემოცვაში. მათ გულწრფელი ადამიანების წრეში ტრიალი ურჩევნიათ, რომლებიც არ ამძიმებენ სხვებს სოციალური მდგომარეობითა და სტატუსით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/03/275434290_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_9f5c04cada5ba8869ba17cabe772162f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფსიქოლოგია , ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ტესტები
ფსიქოლოგია , ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ტესტები
მიუხედავად იმისა, რომ ფერების მიმართ დამოკიდებულება შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს, ფსიქოლოგებს მაინც შეუძლიათ დასკვნების გამოტანა არა მხოლოდ პიროვნების ხასიათის, მიდრეკილებებისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ, არამედ ზოგჯერ აზროვნებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც კი.
ქვემოთ სწორედ ფსიქოლოგების დაკვირვების შედეგებს გთავაზობთ. წაიკითხეთ და გაეცანით თქვენი ან თქვენი ახლობელი ადამიანის დახასიათებას საყვარელი ფერის მიხედვით.
ამ ფერის მოყვარულები მოკრძალებული, მშვიდი, სანდო და მიმნდობი მელანქოლიკები არიან. განვითარებული აქვთ ლოგიკური აზროვნება და მოვალეობის მაღალი გრძნობა. ეს თვისებები „ლურჯებს“ წინდახედულ, პასუხისმგებლიან და კონსერვატიულ ტიპებად აყალიბებს. სანამ რამეს იტყვიან ან გააკეთებენ, ორჯერ დაფიქრდებიან.
უყვართ კომფორტი და ჰარმონია, არიან პუნქტუალურები და აქვთ ცხოვრების მკაფიო განრიგი. რისკი და კონფლიქტი მათ ცხოვრებაში იშვიათია. არ მოსწონთ ხმაურიანი კომპანიები. ახასიათებთ ძლიერი მეგობრობა, სხვათა დახმარების სურვილი და უნარი. მძიმედ გადააქვთ ყოველგვარი ღალატი და იმედგაცრუება. ლურჯის მოყვარულებს მუდმივად სჭირდებათ საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა.
ვისაც ლურჯი არ მოსწონს: არიან თავდაუჯერებელი, გულდახურული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. გარდა ამისა, ამ ფერისადმი უარყოფითი დამოკიდებულება მეტყველებს შფოთვებსა და მოუსვენრობაზე, ერთფეროვნებისგან თავის დაღწევის მოთხოვნილებაზე.
ამ ფერის მოყვარულ ადამიანებს თავდაჯერებული და გაწონასწორებული ხასიათი აქვთ. გამოირჩევიან დაჟინებულობითა და სიჯიუტით. არიან მზრუნველი მშობლები, კეთილი და გულუხვი ადამიანები. იციან კარგი ურთიერთობა, რადგან განვითარებული აქვთ თანაგრძნობა და იციან როგორ იზრუნონ ვინმეზე.
ეს ადამიანები ძალიან პრინციპულები და ხისტები არიან შეხედულებებში. ხშირად არ ფიქრობენ, რომ სხვებსაც აქვთ საკუთარი აზრის ქონის და გამოთქმის უფლება. თუ ამაზე დაფიქრდებიან, არა მარტო წარმატებებს მიაღწევენ ცხოვრებაში, არამედ ნამდვილ მეგობრებსაც შეიძენენ, რაც ძალიან აკლიათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, „მწვანეების“ გვერდით ადამიანები თავს დაცულად გრძნობენ.
ამ ფერის მოყვარულებს აქვთ მაღალი მორალური ღირებულებები, უყვართ „სწორად“ ცხოვრება და სურთ, რომ გარშემო მყოფებმა ეს სათანადოდ დააფასონ.
„მწვანეები“ საკუთარი გეგმის მიხედვით ცხოვრობენ და მკაცრად მიჰყვებიან მას. ასეთი ადამიანები ძალიან ჭკვიანები არიან და სწრაფად ესმით ახალი იდეები, მიზნებს კი დაჟინებით და ფარულად აღწევენ. უყვართ სირთულეებისა და პრობლემებისთვის თავის არიდება. ასეთი ადამიანებისთვის რისკი მიუღებელია. „მწვანეების“ ნაკლოვანებებს შორისაა შური და ზოგჯერ ჭორების სიყვარული.
ღია მწვანე ფერი — მისი მოყვარულები ძალიან რბილი ადამიანები არიან, რომლებიც აფასებენ თანამშრომლობას. მათ ახასიათებთ სამართლიანობის გრძნობა, კეთილგანწყობა, კომუნიკაბელურობა და პუნქტუალობა. ამასთან აქვთ უნარი, თქვან ზუსტად ის, რასაც მათგან მოელიან. მათი მინუსი ის არის, რომ სრულიად არ ეხერხებათ ვინმესთვის რამეზე უარის თქმა.
ვისაც მწვანე არ მოსწონს: ამ ადამიანებს ცხოვრებისეული პრობლემები, ბედის უკუღმართობები, საერთოდ ნებისმიერი სირთულე აშინებთ. არ უყვართ ხმაურიანი წვეულებები და პიკნიკები, ნათესავებთან სტუმრობაც კი. აქვთ კომუნიკაციის პრობლემები, რადგან გამუდმებით მიაჩნიათ, რომ სხვებს მათგან ბევრი უნდათ.
თეთრის მოყვარული ადამიანის ხასიათზე ბევრის თქმა შეუძლებელია, რადგან ეს ფერი თითქმის ყველას მოსწონს. თუმცა ფსიქოლოგებმა მათი ზოგადი აღწერა მაინც მოახერხეს.
„თეთრებს“ აქვთ მაღალი თვითშეფასება, კარგად ფლობენ თავს და ცხოვრებას ოპტიმისტურად უყურებენ. არიან კრიტიკულები, ფრთხილები, ძალიან ყურადღებიანები და გონივრები. უყვართ სიმშვიდე. კარგად აქვთ განვითრებული ინტუიცია. ხშირად არიან რელიგიურები.
„თეთრები“ ყველაფერში აკურატულობით გამოირჩევიან. და ეს შეიძლება უარყოფით თვისებებსაც კი მივაწეროთ, ისევე, როგორც წუნიაობა.
ვისაც თეთრი არ უყვარს: ასეთი ადამიანი არაორგანიზებულია და მოუწესრიგებელი, არააკურატულიც კი. თუმცა არიან ძალიან თავისუფლები და თამამები, მათთან ერთად დროის გატარება ძალიან სასიამოვნოა.
წითელი ვნების, ენერგიისა და ძალის სიმბოლოა. ამ ფერის მოყვარულები არიან ძლიერი ნებისყოფის, მბრძანებლური ბუნების, ფეთქებადი, მაგრამ კომუნიკაბელური ადამიანები. მათ შორის ბევრია ალტრუისტი.
„წითლები“, როგორც წესი, დაუოკებელ ლტოლვას გრძნობენ წარმატებისა და გამარჯვებისკენ. სწორედ ეს აძლევთ მათ სტიმულს ყველა მიმართულებით. ცხოვრობენ სისხლსავსე, მოვლენებითა და ახალი შთაბეჭდილებებით მდიდარი ცხოვრებით. არიან მოუთმენლები, რაც არათანმიმდევრულს ხდის მათ. ხოლო სიჯიუტე და თავდაჯერებულობა ხშირად ხელს უშლის ობიექტურობის შენარჩუნებაში. ისინი ყოველთვის თავისებურად მოქმედებენ, მაშინაც კი, თუ რჩევას ითხოვენ.
ვისაც წითელი არ მოსწონს: აქვთ არასრულფასოვნების კომპლექსი, არიან მარტოობისკენ მიდრეკილები, ახასიათებთ დაღლილობა, გაღიზიანებადობა, არ უყვართ კონფლიქტები.
ყვითლის მოყვარულები — ეს ის ექსტროვერტები არიან, რომლებსაც ნამდვილი ემოციების დამალვა სჩვევიათ. თვისებების მიხედვით, ყვითელი ნიშნავს: სიმდიდრეს, ოცნებებს, ფანტაზიებს, გამბედაობას, სიხარულს, სინორჩეს... ასევე შურსა და ეჭვიანობას.
ყველა „ყვითელს“ აქვს ერთი საერთო: ყველაფერი ახლის გააზრებისა და დაუფლების სურვილი. ასეთი ადამიანები ბედნიერებისკენ ისწრაფვიან და აღწევენ კიდეც მას, ისევე, როგორც ყველა მიზანს. ძნელად იძენენ მეგობრებს, ვინაიდან გამოწვლილვით ირჩევენ წრეს. აქვთ მდიდარი წარმოსახვა და შემოქმედებითი აზროვნება, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მათ, ანალიტიკურად მიუდგნენ და შეაფასონ რეალობა.
ეს ადამიანები კარგი ინტელექტით არიან დაჯილდოვებული. იუმორის გრძნობაც აქვთ, მაგრამ ზომა არ იციან და ხშირად აწყენინებენ სხვებს. ახასიათებთ ფიზიკური სიზარმაცე და ამიტომაცაა, რომ „ყვითლები“ ხშირად გონებრივად მუშაობენ. მაგრამ თუ სამუშაო სიახლეებით სავსე და შემოქმედებითი არ იქნება, მას არც ისე კარგად შეასრულებენ.
ვისაც ყვითელი არ მოსწონს: ჩვეულებრივ, ეს პესიმისტი და გულდახურული ადამიანები არიან. მათთან დაახლოება ძნელია. ასეთებისთვის მნიშვნელოვანია შედეგი, აღიზიანებთ იმედგაცრუება. ამასთან მათ არ უყვართ ახალი იდეები და ზოგადად სიახლეები, ამიტომ ხშირად ირჩევენ იმას, რაც კარგად იციან.
ეს საიმედოობისა და ჰარმონიის ფერია. ადამიანებს, რომლებიც ყავისფერს ანიჭებენ უპირატესობას, ახასიათებთ პასუხისმგებლობის, მოვალეობის გრძნობა, აქვთ გაწონასწორებული ხასიათი. არიან კონსერვატორები და მომთმენები.
„ყავისფრები“ პირველ რიგში აფასებენ ხარისხს, კომფორტს, სიმარტივესა და სიმყუდროვეს. არიან ტრადიციების მოყვარულები. ძალაუფლებისადმი სწრაფვა მათ ფეხზე მყარად დგომაში ეხმარება. თუ რაიმეს დაისახავენ მიზნად, რაც უნდა მოხდეს, მაინც ეცდებიან მის მიღწევას. თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე დიდხანს იფიქრებენ.
ყავისფერის მოყვარულები, როგორც წესი, იმით არიან დაკავებული, რასაც რეალური სარგებელი მოაქვს. ამასთან ყველაფერს კეთილსინდისიერად აკეთებენ. არიან კარგი მეგობრები — არასდროს გიღალატებენ და გაგიცრუებენ იმედს. თუმცა, ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საკმაოდ მკაცრები და სასტიკებიც კი არიან სხვების მიმართ.
„ყავისფერების“ ნაკლოვანებებს შორის შეიძლება დასახელდეს გადაჭარბებული ყაირათიანობა, მომჭირნეობა. ყველაზე საშინელი მათთვის — ეს სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვაა, რადგან ყველანაირი ბერკეტის ხელში ჭერა უყვართ. ამასთან აღიზიანებთ ისინი, ვინც ძალიან სწრაფად და დაუფიქრებლად მოქმედებს.
ვისაც ყავისფერი არ მოსწონს: არიან საკმაოდ იმპულსურები, მახვილგონიერი და გულუხვი ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურობა მოსაწყენ რამედ მიაჩნიათ. ჰყავთ ბევრი მეგობარი და, როგორც წესი, არიან გამორჩეული და ელვარე ადამიანები.
ეს ექსტროვერტების ფერია, რომლებსაც კარგი ინტუიცია აქვთ და მიდრეკილნი არიან ოცნებებისკენ. ამ ფერს უპირატესობას ანიჭებენ აქტიური, იმპულსური ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა.
„ნარინჯისფერები“ ოპტიმისტები არიან, უყვართ სამყარო, საკუთარი თავი და მეგობრები. წვრილმანებზე დარდი არ ახასიათებთ. ასეთი ადამიანები საკმაოდ მამაცი და ცნობისმოყვარეები, კომუნიკაბელურები არიან და სხვათა განწყობის გამოკეთება შეუძლიათ.
არიან ნამდვილი „ენერჯაიზერები“ — პატივმოყვარეობითა და პრაგმატიზმით დამუხტული. გამოირჩევიან შორსმხედველობითა და წინდახედულებით. არც ამბიცია აკლიათ. მათ კარგად იციან რა სურთ და ისიც იციან, როგორ მიაღწიონ ამას. სამსახურში უფროსობას ძალიან მარტივად არწმუნებენ იმაში, რომ ძნელად შესაცვლელები არიან.
„ნარინჯისფერები“ ძლიერი პიროვნებები და სახიფათო კონკურენტები არიან. ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ ძარღვებში სისხლთან ერთად მეტოქეობის სულიც მიედინება.
ვისაც ნარინჯისფერი არ მოსწონს: ეს ის ხალხია, ვისაც წვეულებები, გართობა, თავის გამოჩენა და ხმამაღალი სიცილი არ ახასიათებს. ამის გამო ასეთ ადამიანებს უჭირთ ახალი ურთიერთობის დამყარება. ბევრ მეგობარს ისინი ნათესავების ვიწრო წრეს არჩევენ. თუმცა, თუ ვინმესთან მეგობრობენ, ეს მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.
როგორც წესი, ეს ფერი ცხოვრების პირქუშ აღქმას განასახიერებს, სინამდვილეში კი მასში ბევრი ცეცხლი, ვნება და ამბოხი იმალება. ადამიანი, რომელიც შავს ანიჭებს უპირატესობას, არ არის თავდაჯერებული ან ბედნიერი, ხშირად მიდრეკილია დეპრესიისკენ. მისი ემოციები უკონტროლოა და არაპროგნოზირებადი, რადგან მთლიანად არის შეპყრობილი მათით.
„შავების“ პირველი მიზანი ძალაუფლებაა — ძალაუფლება ადამიანებზე, საკუთარ ცხოვრებაზე, ანუ გარემოებების სრული კონტროლი. მეორე მიზანი — ეს შინაგანი სამყაროს დამალვაა, რადგან მხოლოდ ასე გრძნობენ თავს დაცულად. და, საერთოდ, მათ მოსწონთ, როცა იდუმალ პიროვნებებად აღიქვამენ, თუმცა შესაძლოა არანაირი გამოცანა მათში არც იყოს.
„შავებისთვის“ დიდი მნიშვნელობა აქვს ინტიმს, რადგან ვნებიანები არიან. ახასიათებთ თანმიმდევრული მუშაობა, დაწყებულს ყოველთვის ამთავრებენ. ასეთ ადამიანებს არ სჭირდებათ ავტორიტეტები, ყოველთვის საკუთარი მოსაზრებებით ხელმძღვანელობენ. ამის გამო ხშირად ექმნებათ პრობლემები.
„შავები“ გამუდმებით მზად არიან მოქმედებისთვის, მაგრამ არასდროს ფიქრობენ შედეგებზე, რადგან მიაჩნიათ, რომ სინამდვილეში ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.
ვისაც შავი არ მოსწონს: ტოვებენ ხალისიანი და კეთილგანწყობილი ადამიანების შთაბეჭდილებას. მაგრამ, როგორც წესი, ეს მხოლოდ ნიღაბია, რომლის მიღმაც ტრავმული განცდები იმალება. დიდი ალბათობით, ასეთი ადამიანები არაკომფორტულად გრძნობენ თავს დახვეწილი მანერების მქონე ადამიანების გარემოცვაში. მათ გულწრფელი ადამიანების წრეში ტრიალი ურჩევნიათ, რომლებიც არ ამძიმებენ სხვებს სოციალური მდგომარეობითა და სტატუსით.