ფსიქოლოგიური ტესტი: შეგიძლიათ თუ არა თავის კონტროლი?

  - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2024
გამოწერა
გთავაზობთ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ გაარკვიოთ, რამდენად შეგიძლიათ საკუთარი ქმედებების გაკონტროლება ამა თუ იმ ვითარებაში.
უპასუხეთ შემოთავაზებულ ვერსიებს დადებითად, ან უარყოფითად – „კი" ან „არა".
1.
სხვებისთვის მიბაძვა რთული მეჩვენება;
2.
გარკვეულ ვითარებაში შემიძლია ვიგიჟო, რათა სხვების ყურადღება მივიქციო ან გავახალისო ადამიანები;
3.
ჩემგან კარგი მსახიობი დადგებოდა;
4.
ზოგჯერ ადამიანებს ჰგონიათ, რომ რაღაცას იმაზე ღრმად განვიცდი, ვიდრე ეს რეალურადაა;
5.
თავყრილობებში იშვიათად ვექცევი ყურადღების ცენტრში;
6.
სხვადასხვა ვითარებასა და სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობებში ხშირად აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად ვიქცევი;
7.
თავგამოდებით მხოლოდ იმ მოსაზრების დაცვა შემიძლია, რომელშიც გულწრფელად ვარ დარწმუნებული;
8.
იმისათვის, რომ საქმეებსა და ადამიანებთან ურთიერთობებში წარმატებას მივაღწიო, ვცდილობ ისეთი ვიყო, როგორიც უნდათ რომ მნახონ;
9.
შემიძლია კეთილგანწყობილი ვიყო იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ვერ ვიტან;
10.
ყოველთვის ისეთი ვარ, როგორიც ვჩანვარ.

დაითვალეთ ქულები

1,5 და7 კითხვებზე უარყოფითი პასუხისთვის მიითვალეთ თითო-ქულა, ხოლო 2,3,4,6, 8,9 და 10 კითხვებზე დადებითი პასუხისთვის – ასევე თითო ქულა.

პასუხები

0-3 ქულა: დაბალი კომუნიკაციური კონტროლი გაქვთ. თქვენი ქცევა ზოგადად მდგრადია და მიგაჩნიათ, რომ აუცილებელია სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვაგვარად მოიქცეთ, ანუ ვითარების შესაბამისად უნდა ცვალოთ ქმედებები. ურთიერთობაში შეგიძლიათ იყოთ გულწრფელად გახსნილი. ზოგს "უხერხული" ადამიანი ჰგონიხართ, ვინაიდან ზედმეტად სწორხაზოვანი ბრძანდებით.
4-6 ქულა: საშუალო კომუნიკაციურ კონტროლს ფლობთ. გულწრფელი, მაგრამ ემოციურად თავშეკავებული ბრძანდებით. გირჩევთ მეტად გაუწიოთ ანგარიში გარშემომყოფთა მოსაზრებას.
7-10 ქულა: მაღალ კომუნიკაციურ კონტროლს ფლობთ. იოლად ირგებთ ნებისმიერ როლს, მოქნილად რეაგირებთ ვითარების ცვალებადობაზე და უფრო მეტიც, შეგიძლიათ ისიც კი განჭვრიტოთ, როგორ შთაბეჭდილებას მოახდენთ ადამიანებზე.
ყველა ახალი ამბავი
0