ფსიქოლოგიური ტესტი მანდალაზე: დაადგინეთ ქვეცნობიერი „მე“

© Pixabay / slightly_differentმოზარდი სიბნელეში
მოზარდი სიბნელეში - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2023
გამოწერა
ემპათია სხვა ადამიანის თვალთახედვის, მისი ემოციური მდგომარეობის გაგებისა და გაზიარების, მის სამყაროში წვდომისა და თანაგრძნობა-თანალმობის უნარია. ეს უნარი თითოეულ ჩვენგანს აქვს, ოღონდ სხვადასხვა ძალით.
თუ გაინტერესებთ რა ტიპის ემპათი ბრძანდებით, გაიარეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული მარტივი ტესტი. საამისოდ აირჩიეთ შემოთავაზებულებიდან ერთი მანდალა, რომელიც სხვებზე მეტად მოგწონთ, შემდეგ კი იხილეთ პასუხი.

აქვე განგიმარტავთ, რომ მანდალა, ინდუისტური და ბუდისტური რელიგიური ტრადიციით, „წმინდა ხელოვნებაა“, რომელიც, ფსიქოანალიტიკოს კარლ იუნგის დახასიათებით, ქვეცნობიერ მე-ს ასახავს.
მანდალას ადამიანის მიერ მაკროკოსმოსის ხედვის სიმბოლურ გამოსახულებასაც უწოდებენ.
დახედეთ ნახატს და აირჩიეთ მანდალა, შემდეგ კი შესაბამისი პასუხებიც ნახეთ.
მანდალა
მანდალა - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2023
მანდალა

თუ თქვენ ირჩევთ:

№1 მანდალას:
თქვენ მცენარეების ემპათი ბრძანდებით. ამიტომ თუ ჯერ არ ხართ რაიმე ისეთი საქმიანობით დაკავებული, რაც ბუნებას უკავშირდება, გირჩევთ დაინტერესდეთ ამით.
ეს იმიტომ, რომ მაქსიმალურად გრძნობთ ბუნების ენერგეტიკას, სხვებზე უკეთ გრძნობთ, რომელი მცენარე სად უნდა იზრდებოდეს.
უფრო მეტიც, ხის ქვეშ ჩამომჯდარი უკეთ აანალიზებთ საკუთარ ცხოვრებას, ერწყმებით ბუნებას და ისიც თითქოს რჩევებს გაძლევთ. ამიტომაც ბუნებაში ყველაზე კარგად გრძნობთ თავს.
№2 მანდალას:
თქვენ ცხოველების ემპათი ბრძანდებით. საოცრად გესმით ცხოველებისა და გიყვართ ისინი. წარმოუდგენელია, რომ მათთან დაკავშირებული საქმიანობით არ იყოთ დაკავებული.
თუ პროფესია ჯერ არ აგირჩევიათ, იფიქრეთ ვეტერინარობაზე. ამ შემთხვევაში თქვენს უნარს მაქსიმალურად გამოიყენებთ, რადგან შესანიშნავად გესმით ცხოველებისა და მყის ხვდებით, რა სჭირთ და როგორ უნდა დაეხმაროთ.
№3 მანდალას
თქვენ ინტუიციური ემპათი ბრძანდებით. ადამიანებისგან ინფორმაციას მაშინაც კი იღებთ, როცა მათ არ ესაუბრებით. მარტივად გრძნობთ სხვა ადამიანის ნამდვილ ზრახვებს, თითქოს კითხულობთ მათ.
კარგი იქნება, თუ თქვენნაირ ადამიანებთან ხშირი ურთიერთობა გექნებათ. ეს ენერგეტიკული ველის გაძლიერებაშიც დაგეხმარებათ და იმაშიც, რომ სხვათა აზრებმა არ გამოგფიტოთ.
№4 მანდალას
თქვენ ემოციური ემპათი ბრძანდებით. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია ემპათთა შორის. სხვა ადამიანებისგან ემოციებს ისე იღებთ, როგორც საკუთარს. ანუ ბედნიერი ხართ, თუ სხვა რაღაცით დიდ სიხარულს გრძნობს, ხოლო თუ წუხს, თავს მეტად უბედურად გრძნობთ.
აუცილებლად უნდა ისწავლოთ საკუთარი ემოციების გამიჯვნა სხვათა ემოციებისგან. ეს დაგიცავთ გამოფიტვისგან და შეძლებთ, რომ დაეხმაროთ ადამიანებს.
№5 მანდალას
თქვენ გეომაგნიტური ემპათი ბრძანდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ადგილის ენერგიას გრძნობთ. შესაბამისად, გარემოს, ადგილს თქვენში შეუძლია გამოიწვიოს სიხარული თუ წუხილი, აღმაფრენა თუ შფოთვა და ა.შ. და რადგან ასეთი ტიპის ემპათი ხართ, გარკვეული ადგილების ისტორია და გეოგრაფია ხშირად ძალიან გაინტერესებთ.
თქვენთვის საუკეთესო განტვირთვა მოგზაურობაა. თუ საშუალება გაქვთ, კარგი იქნება, გარემოს დაცვის პროექტებში ჩაერთოთ. ეს იმიტომ, რომ გარემოსადმი ცუდი მოპყრობა თქვენზე მძიმედ მოქმედებს.
და კიდევ ერთი რჩევა: მორთეთ სახლი მცენარეებით, ხოლო სამოსისა თუ ავეჯისთვის შეარჩიეთ ნატურალური მასალა და ფერები.
№6 მანდალას
თქვენ ფიზიკური ემპათი ბრძანდებით. შესაბამისად, იოლად იჭერთ სხვა ადამიანების სხეულის ენერგიას.
როგორც წესი, ფიზიკური, ანუ სამედიცინო ემპათები ღმერთისგან ნაკურთხი მკურნალები არიან. ანუ სამედიცინო პრაქტიკა, იქნება ეს ტრადიციული თუ ალტერნატიული, თქვენი მოწოდებაა.
თქვენ იმდენად მძაფრად გრძნობთ სხვა ადამიანების ტკივილებს, რომ შესაძლოა თავადაც ავად გახდეთ. თითქოს სხვების ავადმყოფობას ისრუტავთ. ისწავლეთ ამისგან თავდაცვა და საკუთარი ნიჭის სწორად მართვა. დახელოვნდით სამკურნალო საქმეში და მაქსიმალურად გამოიყენეთ საკუთარი უნარი.
ყველა ახალი ამბავი
0