„გირჩმა“ სავალდებულო სამხედრო სამსახური გააპროტესტა - ვიდეო

გამოწერა
ოპოზიციურმა პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ შაბათს პარალმენტის შენობის წინ სავალდებულო სამხედრო სამსახური გააპროტესტა
აქციის მონაწილეები დემონსტრაციაზე მივიდნენ პლაკატებით „არა მონობას“, „არა სავალდებულო სამსახურს“ და მოითხოვეს ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის შემოღება.
საქართველოს პარლამენტი თავდაცვის კოექსის განახლებულ ვერსიას პირველი მოსმენით 20 მარტს მისცემს ხმას. კოდექსი ახლებურად დაარეგულირებს გაწვევას და სხვა საკითხებს, რომლებიც ქართულ არმიას უკავშირდება. შესწორებების თანახმად წვევამდელთა ასაკი უცვლელად დარჩება - 18-დან 27 წლამდე.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სამხედრო სამსახურის ვადა ერთი წელია და არ მოიაზრებს დასვენებას. ახალი ნორმის მიხედვით სამხედრო სამსახურში 6 ან 8 თვით ყოფნის შემთხვევაში პირი მიიღებს ანაზღაურებად შვებულებას 10 კალენდრული დღით, ხოლო 11 თვიანი მსახურობის შემთხვევაში შვებულება 15 კალენდრული დღის განმავლობაში გაგრძელდება.
წვევამდელები ასევე მიიღებენ დამატებით 10 დღიან ანაზღაურებად შვებულებას ოჯახური ან სხვა საპატიო მიზეზის შემთხვევაში. გარდა ამისა, წვევამდელები დაისვენებენ ოფიციალური დასვენების დღეებშიც. გამონაკლისი იქნება მხოლოდ წვრთნები ან საგანგებო რეჟიმი, ასევე დისციპლინური სასჯელი.
ყველა ახალი ამბავი
0