ვიზუალური ტესტი: შეიტყვეთ მეტი საკუთარ თავზე

© Pixabay / vojta_kucerნიღბიდან დანახული სამყარო
ნიღბიდან დანახული სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2023
გამოწერა
ინტერნეტში უამრავი სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური ტესტის ნახვა შეიძლება, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიზუალური ტესტებია.
მათი თავისებურება ისაა, რომ ადამიანის ცნობიერების მრავალი ასპექტის გაანალიზებას ხდის შესაძლებელს.
ვიზუალური ტესტებით შეგიძლიათ შეამოწმოთ მეხსიერება, ინტელექტი, ინტუიცია, დროულად ამოიცნოთ ფსიქოლოგიური დარღვევები, დეპრესიის დონე, პიროვნული თვისებები და თავისებურებები და ა.შ. ფსიქოლოგების თქმით, სურათებიანი ტესტები საკმაოდ ზუსტ შეფასებას აძლევს ამ ყველაფერს.
ქვემოთ სწორედ ერთ ასეთ ტესტს გთავაზობთ. დახედეთ ნახატს და თქვით, რა შენიშნეთ ნახატზე პირველ რიგში. შემდეგ კი შეიტყვეთ, რას ამბობს ეს თქვენზე.
ვიზუალური ტესტი: რას ხედავთ სურათზე?
ვიზუალური ტესტი: რას ხედავთ სურათზე? - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2023
ვიზუალური ტესტი: რას ხედავთ სურათზე?

თუ პირველ რიგში შენიშნეთ:

ვეფხვი - ე.ი. ძალიან იმპულსური ადამიანი ბრძანდებით. რეალობას საკუთარი გამოცდილებითა და მოსაზრებებით ავსებთ. დასკვნის გასაკეთებლად მხოლოდ სხვათა მოსაზრებები არ გაკმაყოფილებთ, ნებისმიერ საკითხზე საკუთარი აზრი გაქვთ.
ამასთან ძალიან დაკვირვებული ხართ და ყოველთვის ცდილობთ პრობლემის გადასაჭრელად დამატებითი გზები მოძებნოთ – ისეთი ვარიანტები, რომლებიც შესაძლოა სხვებს არ მოაფიქრდეთ.
ქალი - თუ პირველ რიგში ერთი ქალი შენიშნეთ (რაც ყველაზე გავრცელებული პასუხია), ე.ი. თავდაჯერებული ადამიანი ბრძანდებით. საკმაოდ სწრაფად აკეთებთ დასკვნებს. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.
დიახ, ნახატზე ქალი ნამდვილად არის, მაგრამ ვინაიდან დასკვნის გაკეთება ელვისებურად გჩვევიათ, გამოგეპარათ, რომ მასზე ერთი კი არა, სამი ქალია. იქნებ ჯობდეს ყურადღება მიაქციოთ ამას და ცხოვრებისეულ სიტუაციებში მეტი სიდინჯე გამოიჩინოთ.
სამი ქალი - ე.ი. რეალისტი და რაციონალური ადამიანი ხართ. თქვენი მოტყუება ძნელია. თქვენი გონებაცა და თვალებიც კონცენტრირებულია იმაზე, რასაც რეალურად ხედავს.
გამომდინარე აქედან, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ხედავენ კონკრეტულ ვითარებას სხვები, როგორ ალამაზებენ ან, პირიქით, ამახინჯებენ მას. თქვენი შეცდომაში შეყვანა სხვათა მოსაზრებებს, პრაქტიკულად, არ შეუძლია.
ყველა ახალი ამბავი
0