როგორ შევარჩიოთ შამპანური: ისწავლეთ მარკირებები და მათი მნიშვნელობა

© Pixabay / blende12შამპანური
შამპანური - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2022
გამოწერა
НовостиTelegram
დასახელება „შამპანური“ 1891 წლის მადრიდის ხელშეკრულებითაა დაცული და მხოლოდ საფრანგეთის პროვინცია შამპანში ჩამოსხმულ ღვინოებზე უნდა იყოს დატანილი.
შამპანური ღვინო საახალწლო სუფრის უცვლელი და აუცილებელი ატრიბუტია, ისევე, როგორც გოზინაყი.

ქართული წარმოების „შამპანური ღვინოებიდან“ რომელი რომელს სჯობს და რით, ეს მეტ-ნაკლებად კარგად მოეხსენებათ ჩვენს თანამემამულეებს, აი, ჰიპერმარკეტების თაროებზე გამოფენილი უამრავი დასახელებისა და ლამაზად გაფორმებული სასმელების შესახებ კი, ვფიქრობთ, ნაკლები ინფორმაცია ექნებათ.

სწორედ ამიტომ, მოახლოებული დღესასწაულის წინ, „Sputnik-საქართველომ“ გადაწყვიტა რამდენიმე რჩევა მოგცეთ ევროპული წარმოების სასმელის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ დასახელება „შამპანური“ (vin de Champagne) ჯერ კიდევ 1891 წლის მადრიდის ხელშეკრულებითაა დაცული და მხოლოდ პროვინცია შამპანში ჩამოსხმულ ღვინოებზე უნდა იყოს დატანილი.
უფრო მეტიც, ეტიკეტზე ტერმინის „შამპანური მეთოდი“ (méthode champenoise ან champagne method) აღნიშვნაც კი 2005 წელს ოფიციალურად აიკრძალა შამპანის პროვინციის მიღმა დამზადებულ ყველა სასმელზე. დაშვებულია მხოლოდ წარწერა „ტრადიციული მეთოდი“ (méthode traditionelle).

ის კი არა, საფრანგეთის სხვა რეგიონებსაც კი ეკრძალებათ დასახელება Champagne-ის გამოყენება. სწორედ ამიტომ ბორდოელი, ბურგუნდიელი და ელზასელი მეღვინეების მიერ ჩამოსხმულ შუშხუნა ღვინოებს ჰქვია არა „შამპანური“, არამედ Crémant.

შამპანური ღვინის მარკირება

მარკირების შესწავლა საშუალებას მოგცემთ, მარტივად განსაზღვროთ მწარმოებლის სტატუსი და სანდოობა.
ძირითადი აბრევიატურები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, ასეთია:
NM — Négociant manipulant - ამ აბრევიატურას ყველაზე ხარისხიან შამპანურზე ნახავთ. ამ მარკირების გამოყენების უფლება მხოლოდ ყველაზე ავტორიტეტულ ქარხნებს, ანუ შამპანურის ნეგოციანტთა ინსტიტუტის წევრებს აქვთ, რომლებიც ყურძენს ყიდულობენ და თავად ამზადებენ შამპანურ ღვინოს;
RM — Récoltant manipulant - ეს მარკირება იმ მწარმოებლებისაა, რომლებიც თავად ზრდიან ვენახებს და თავადვე აწარმოებენ შამპანურს. სხვა მევენახეებისგან მათ მხოლოდ ყურძნის 5%-ის შეძენის უფლება აქვთ;
ND — Négociant distributeur - ეს იმ რეალიზატორის მარკირებაა, რომელიც საკუთარი სავაჭრო ნიშნით ყიდის გამოცდილი და შემოწმებული მწარმოებლების პროდუქციას;
MA — Marque auxiliaire - ეს მარკირება იმ საწარმოების სამელზე შეგხვდებათ, რომლებსაც მხოლოდ რეალიზაციის უფლება აქვთ და არა შამპანური ღვინის დაყენებისა.
გარდა ამისა, არსებობს სპეციალური მარკირებებიც:
Collection — ანუ საკოლექციო, შეზღუდული რაოდენობისა;
Brut Reserve — საუკეთესო ჯიშების ყურძნის ნარევი;
Grand Crus — პროვინცია შამპანის საუკეთესო ვენახებიდან;
Premier Crus — მეორე კატეგორიის ვენახებიდან;
Millesime — ერთი წლის ყურძნის მოსავლიდან;
R.D. (recemment degorge) — ნალექისგან გაწმენდილია უშუალოდ გაყიდვის წინ.
ყველა ახალი ამბავი
0