ვიზუალური ტესტი: რომელი ბავშვობისდროინდელი ფსიქოტრამვა გიშლით ხელს ცხოვრებაში?

© Pixabay / anaterateქალი დეპრესიაში
ქალი დეპრესიაში  - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2022
გამოწერა
НовостиTelegram
ბავშვის ფსიქიკა ყველაზე დაუცველია და ყველაზე მოწყვლადი. მასზე ზემოქმედება იმდენად მარტივად და, ამასთან, ძლიერად შეიძლება, რომ ზრდასრულ ასაკში გამოვლენილი თითქმის ყველა ფსიქოლოგიური ტრავმა სწორედ ბავშვობიდან მოდის.
ადამიანი ზოგჯერ შეიძლება ვერც კი აცნობიერებდეს პრობლემის სიღრმეს, რომელიც ცხოვრებით ტკბობაში უშლის ხელს. მაგრამ დღეს ჩვენ შევეცდებით ამ ვიზუალური ტესტით ოდნავ მაინც ავხადოთ ფარდა თქვენს ბავშვობისდროინდელ ტკივილებს და ოდნავ მაინც წაგეხმაროთ მათში გარკვევაში.
სხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ტესტები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
ამისათვის საჭიროა დახედოთ ქვემოთ შემოთავაზებულ სურათს და აირჩიოთ ის ნახატი, რომელიც ყველაზე მეტად ეხმიანება თქვენს სულიერ მდგომარეობას.
ვიზუალური ტესტი
ვიზუალური ტესტი - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2022
ვიზუალური ტესტი
თუ აირჩიეთ:
ნახატი 1: ესე იგი ბავშვობაში სიყვარულის ნაკლებობას გრძნობდით. სამწუხაროდ, ასე ხშირად ხდება. იმ ფაქტმა, რომ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანმა ადამიანებმა სითბო და სიყვარული დაგაკლეს, შეიძლება დაბალი თვითშეფასება ჩამოგიყალიბათ. სავარაუდოდ, გიჭირთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. უფრო მეტიც, გიჭირთ ვინმესთან დაახლოება, რადგან უარყოფისა გეშინიათ.
ნახატი 2: ესე იგი მშობლებმა არაერთხელ გაგიცრუეს იმედი. ანუ, როცა რაღაც თქვენთვის მნიშვნელოვანს გპირდებოდნენ, პრაქტიკულად არასდროს ასრულებდნენ სიტყვას. შესაძლოა ამ დაპირებებს ისინი ხუმრობად აღიქვამდნენ და ამიტომაც არ მიაჩნდათ აუცილებლად მისი შესრულება, მაგრამ ბავშვის მყიფე ფსიქიკისთვის ეს სერიოზულ ტრავმად იქცა და მისი გამოძახილი დღემდე მოგდევთ. გამორიცხული არ არის, ისეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდეთ, რომლებიც მხოლოდ საკუთარი თავის იმედით ცხოვრობენ.
ნახატი 3: ესე იგი თანატოლები ხშირად გტკენდნენ გულს, გაბრაზებდნენ. ყველასათვის ცნობილია, რომ ბავშვები გარკვეული სისასტიკით გამოირჩევიან, ამიტომ დაურიდებლად დასცინიან ერთმანეთს სხვადასხვა მიზეზით. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაშიც იყო რაღაც ასეთი, რამაც სერიოზულად იმოქმედა თქვენს ფსიქიკაზე. გამორიცხული არ არის, სწორედ ამის გამო ჩამოყალიბდით სხვათა აზრზე დამოკიდებულ ადამიანად.
ნახატი 4: ესე იგი ბავშვობაში მძიმე დანაკარგი განიცადეთ. დიდი ალბათობით, ახლა ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ხართ, რომელსაც ბევრი ნაცნობ-მეგობარი ჰყავს, მაგრამ მაინც გამუდმებით გეშინიათ, რომ ყველა მათგანს დაკარგავთ და მარტო დარჩებით. ამასთან გამორიცხული არ არის, დეპრესიისადმი იყოთ მიდრეკილი და ყველა უბედურებაში საკუთარ თავს ადანაშაულებდეთ.
ყველა ახალი ამბავი
0