ვიზუალური ტესტი: ტვინის რომელი ნახევარსფერო გაქვთ განვითარებული?

© Pixabay / Free-Photos
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2023
გამოწერა
გთავაზობთ სახალისო ტესტს იმის დასადგენად, თუ ტვინის რომელი ნახევარსფერო გაქვთ მეტად განვითარებული და რა უნარებს ფლობთ.
დააკვირდით ფოტოზე გამოსახულ ცხენს. თქვენი აზრით, საით იყურება ის?
ცხენი
ცხენი - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2022
ცხენი
თუ ფიქრობთ, რომ ცხენი თქვენ მხარეს იყურება: ე.ი. ლოგიკოსი ბრძანდებით. უფრო მეტად ტვინის მარცხენა ნახევარსფერო გაქვთ განვითარებული. ანალიტიკურად აზროვნებთ. თქვენი ტვინი მაგნიტოფირივით იწერს დიდი მოცულობის ინფორმაციას. კარგად იმახსოვრებთ თარიღებს, ტელეფონების ნომრებს, მრავალნიშნა რიცხვებს. ცხოვრებაში საღი აზრით ხელმძღვანელობთ და არა გრძნობებით.
თუ ფიქრობთ, რომ ცხენი თქვენ საპირისპიროდ იყურება: ე.ი. ეთიკოსი ბრძანდებით და უფრო მეტად ინტუიციას ეყრდნობით. თქვენ ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო უფრო გაქვთ განვითარებული. სიტყვებზე უკეთ და იოლად სიმბოლოებსა და გამოსახულებებს აღიქვამთ. დიდი ალბათობით, მუსიკალური უნარით ხართ დაჯილდოვებული. ცხოვრობთ ემოციებით და ხშირად წუხართ იმის გამო, რომ გრძნობებს ჰყვებით და წუთიერი სურვილები გიმორჩილებთ.
თუ ფიქრობთ, რომ ცხენი ხან თქვენ გიყურებთ და ხან ჰორიზონტს: ე.ი. ტვინის ორივე ნახევარსფერო თანაბრად გაქვთ განვითარებული. ჰარმონიული პიროვნება ბრძანდებით. თქვენში გონებასა და გრძნობებს შორის იდეალური ბალანსია ჩადებული.
ყველა ახალი ამბავი
0