https://sputnik-georgia.com/20220422/witeli-paraskevi-ra-ikrzaleba-xalxuri-rwmenit-266178489.html
წითელი პარასკევი: რა დაიშვება და რა იკრძალება ხალხური რწმენით
წითელი პარასკევი: რა დაიშვება და რა იკრძალება ხალხური რწმენით
წითელი პარასკევისთვის, გარდა ქრისტიანული ტრადიციებისა, არსებობს ხალხური ადათ-წესებიც, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში ყალიბდებოდა და იკიდებდა ფეხს მორწმუნეთა... 22.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-22T18:11+0400
2022-04-22T18:11+0400
2022-04-23T10:23+0400
საქართველო
რელიგია
საზოგადოება
ხალხური რწმენა-მინიშნებები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23506/88/235068844_0:177:3015:1873_1920x0_80_0_0_df43990003b700802588ad53cccb2f80.jpg
ხშირ შემთხვევაში ამ წესებს, რიტუალებსა თუ მინიშნებებს არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან, უფრო მეტიც, ისინი წარმართული პერიოდიდანაა შემორჩენილი, მაგრამ უკვე იმდენად მყარადაა გამჯდარი ადამიანების ცნობიერებაში, რომ ლამის გაიგივებულია კანონიკურ ტრადიციებთან.გარდა ამისა, ეს ადათ-წესები ადამიანთა ყოფის, კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და, შესაბამისად, ცუდი არ იქნება მათი ცოდნა.ხალხური რწმენით, წითელ პარასკევს არ შეიძლება:თუ იღბლიანი წელი გსურთ: ხალხური რწმენა და ვნების კვირის მინიშნებები>>>თუ წითელ პარასკევს...წითელ პარასკევს გამომცხვარი პური არასდროს ობდება და თანაც სამკურნალო თვისება აქვს – ნებისმერ ავადმყოფობას უხდება;ამ დღეს ღუმელიდან გამოღებული ნაცარი ალკოჰოლიზმს, თვალისცემასა და ნაღველს კურნავს;მოუსვით ტილო სახლის ყველა კუთხეს და შეინახეთ უცხო თვალისთვის მოფარებულ ადგილზე. ასეთი ტილო მტკივან წელსა და ფეხებს კურნავს;თუ მთელი დღის განმავლობაში არაფერს დალევთ, მთელი წლის განმავლობაში ვერანაირი სასმელი ვერაფერს გავნებთ;თუ აკურთხებინებთ ბეჭდებს, მთელი წელი დაცული იქნებით ყველანაირი ავადმყოფობისგან;თუ ბავშვს ძუძუს ჩამოაშორებთ, ის ჯანმრთელი, ძლიერი და ბედნიერი იქნება;თუ მოღრუბლული ამინდი იქნება – პურის ყანას სარეველა მოედება;თუ ცა ვარსკვლავებიანი იქნება – ხორბალი მსხვილ თავთავს გაიკეთებს...
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23506/88/235068844_142:0:2873:2048_1920x0_80_0_0_084e729b14eb4685a89e4ae4cbffe1d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, რელიგია, საზოგადოება, ხალხური რწმენა-მინიშნებები
წითელი პარასკევი: რა დაიშვება და რა იკრძალება ხალხური რწმენით
18:11 22.04.2022 (განახლებულია: 10:23 23.04.2022) წითელი პარასკევისთვის, გარდა ქრისტიანული ტრადიციებისა, არსებობს ხალხური ადათ-წესებიც, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში ყალიბდებოდა და იკიდებდა ფეხს მორწმუნეთა შორის.
ხშირ შემთხვევაში ამ წესებს, რიტუალებსა თუ მინიშნებებს არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან, უფრო მეტიც, ისინი წარმართული პერიოდიდანაა შემორჩენილი, მაგრამ უკვე იმდენად მყარადაა გამჯდარი ადამიანების ცნობიერებაში, რომ ლამის გაიგივებულია კანონიკურ ტრადიციებთან.
გარდა ამისა, ეს ადათ-წესები ადამიანთა ყოფის, კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და, შესაბამისად, ცუდი არ იქნება მათი ცოდნა.
ხალხური რწმენით, წითელ პარასკევს არ შეიძლება:
საოჯახო საქმეების კეთება, განსაკუთრებით, კერვა, რეცხვა და რამის ჭრა;
ბანაობა – ამ წესის დარღვევა ხალხს დიდ ცოდვად მიაჩნდა;
სიმღერა, მხიარულება, გართობა – მიიჩნევა, რომ ვინც ამ დღეს იმხიარულებს, მთელი წელი სატირლად ექნება საქმე;
მიწაში რკინის საგნების ჩარჭობა – მაგალითად, ბარის, თოხის და ა.შ. ამიტომ ამ დღეს დარგულ-დათესილი მცენარე აუცილებლად დაიღუპება;
შვილის ჩასახვა – ბავშვი, დიდი ალბათობით, ავადმყოფი დაიბადება, ან სასტიკ დამნაშავედ ჩამოყალიბდება;
მიწაზე დანერწყვება – ვინც ამ დღეს მიწას დააფურთხებს, იმას წმინდანები მთელი წლით გაუწყრებიან.
წითელ პარასკევს გამომცხვარი პური არასდროს ობდება და თანაც სამკურნალო თვისება აქვს – ნებისმერ ავადმყოფობას უხდება;
ამ დღეს ღუმელიდან გამოღებული ნაცარი ალკოჰოლიზმს, თვალისცემასა და ნაღველს კურნავს;
მოუსვით ტილო სახლის ყველა კუთხეს და შეინახეთ უცხო თვალისთვის მოფარებულ ადგილზე. ასეთი ტილო მტკივან წელსა და ფეხებს კურნავს;
თუ მთელი დღის განმავლობაში არაფერს დალევთ, მთელი წლის განმავლობაში ვერანაირი სასმელი ვერაფერს გავნებთ;
თუ აკურთხებინებთ ბეჭდებს, მთელი წელი დაცული იქნებით ყველანაირი ავადმყოფობისგან;
თუ ბავშვს ძუძუს ჩამოაშორებთ, ის ჯანმრთელი, ძლიერი და ბედნიერი იქნება;
თუ მოღრუბლული ამინდი იქნება – პურის ყანას სარეველა მოედება;
თუ ცა ვარსკვლავებიანი იქნება – ხორბალი მსხვილ თავთავს გაიკეთებს...