გრამსაც არ მოიმატებთ: დაბალკალორიული რეცეპტი საახალწლოდ

© Pixabay / RitaEინდაურის ფილე
ინდაურის ფილე - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
გამოწერა
ახლოვდება ახალი წელი და დიასახლისები გამალებული ცდილობენ საახალწლო სუფრისთვის როგორც ტრადიციული საცივ-გოზინაყის, ისე უცხო კერძების რეცეპტების მოძიებას.
ამასთან ყველას სურს, ისეთ სადღესასწაულო კერძს მიაგნოს, რომელიც მის წონაზე არ აისახება — რამდენიც არ უნდა ჭამოს.
ქვემოთ გთავაზობთ ინდაურის ფილესგან მომზადებული უგემრიელესი კერძის რეცეპტს, რომელიც თავისი არომატითა და სინაზით მართლაც დაგატყვევებთ.
რაც მთავარია, ისე მარტივად მზადდება, რომ დაღლასაც ვერ იგრძნობთ.
მიირთვით რამდენიც გნებავთ: დაბალკალორიული საახალწლო სალათი>>

თქვენ დაგჭირდებათ:

ინდაურის ფილე — 600 გ;
ლიმონი — 1 ცალი;
მწვანე ხახვი — 4 ძირი;
ზეითუნის ზეთი — 2 სუფრის კოვზი;
ბოსტნეულის ბულიონი — 100 მლ;
თაფლი — 1 სუფრის კოვზი;
მარილი და წიწაკა — გემოვნებით.

მომზადების წესი

გახეხეთ ლიმონის კანი და გამოწურეთ მისგან წვენი;
წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი;
მოასხით ტაფას ზეითუნის ზეთი, დააყარეთ ლიმონის გახეხილი კანი და მწვანე ხახვი;
ოდნავ რომ მოიშუშება, მოალაგეთ ინდაურის ფილე და მსუბუქად დაბრაწეთ;
ამის შემდეგ დაასხით ბოსტნეულის ბულიონი, დაამატეთ ლიმონის წვენი და თაფლი;
კარგად მოურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე;
როგორც კი წამოდუღდება, დაახურეთ ტაფას ხუფი, დაუწიეთ ცეცხლს და თუშეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.
შეგიძლიათ სუფრაზე მიიტანოთ გარნირთან ერთად, ჩაალაგოთ ბაჟეში ან ლამაზად გააფორმოთ სალათის ფურცლებითა და სხვა ბოსტნეულით.
გემრიელად მიირთვით!
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური