Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ყავის ნაცვლად სმუზი და გოგრის სპაგეტი – როგორ იკვებება მეგან მარკლი

© REUTERS / Toby Melvilleმეგან მარკლი
მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
გამოწერა
მეგან მარკლის ირგვლივ საზოგადოების ყურადღება არ ნელდება.
მეგან მარკლი ყოველთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრე იყო. ის ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ სპორტზე, არამედ სწორ კვებასა და ჯანსაღ ძილზე. სასექსის ჰერცოგინიას დღე ადრე გაღვიძებითა და იოგაში ვარჯიშით იწყება. ის ერთსა და იმავე დროს იღვიძებს (4:15) და დარწმუნებულია, რომ ეს ხელს უწყობს ძილის ჰიგიენას.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
ყვითელი ამბები
მეგან მარკლი შოუბიზნესში ბრუნდება – ის ,,ელენ დეჯენერესის შოუში“ გამოჩნდა
მას ასევე სჯერა, რომ დილა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დრო, რომელიც განსაზღვრავს მთელი დღის ტონუსს. რაც შეეხება საუზმეს, მეგან მარკლი ყავას სმუზით ცვლის – ის კოფეინის წინააღმდეგია. მისი ვიტამინების ნაზავი შედგება ვაშლის, კომბოსტოს, ისპანახის, ლიმონისა და ჯანჯაფილისგან.
კვირის განმავლობაში მეგანი ცდილობს დაიცვას ვეგანური დიეტა, მაგრამ შაბათ-კვირას შეუძლია ამისგან დაისვენოს. ცნობილია, რომ მეგან მარკლის საყვარელი საკვებია ვაშლის ნაჭრები ნუშის ზეთით და ზღვის მარილით, ხოლო იდეალური სადილი საშიმია (იაპონური დელიკატესი შემდგარი უმი ზღვის პროდუქტისგან, რომელიც დაჭრილია თხელი პატარა ზომის ნაჭრებად).
და თუ ვსაუბრობთ მაკარონზე, მაშინ სასექსის ჰერცოგინია უარს არ ამბობს ყაბაყის სპაგეტიზე ბოლონეზის სოუსით. ამ კერძის კრემისებრი სოუსი არ შეიცავს რძეს, მხოლოდ ბოსტნეულს, იუწყება Express-ი. რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, მეგან მარკლს ბევრი რამ აქვს საერთო კეიტ მიდლტონთან.
ყველა ახალი ამბავი
0