2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

© photo: Sputnik / Vitaliy An'kov / გადასვლა მედიაბანკშივეფხვი
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
გამოწერა
ცისფერი ან შავი (მას ორივენაირად უწოდებენ) წყლის ვეფხვის წელი ცვლილებებს მოიტანს. ასტროლოგები ამბობენ, რომ ზოდიაქოს თითოეული ნიშანი იგრძნობს ამ ცხოველის ძალას.
ვეფხვის წელი არა 1 იანვარს, არამედ 1 თებერვალს დადგება და 2023 წლის 21 იანვრამდე გაგრძელდება.
წელიწადს ორი სიმბოლო აქვს – ხე, რომელიც სტაბილურობის სიმბოლოა და წყალი – ადამიანებს კვებავს გრძნობებითა და შემოქმედებითი ძალებით.
მტაცებელი ცხოველი ადამიანებში გააღვიძებს ოპტიმიზმსა და მიზანსწრაფვას, აიძულებს მათ ოცნებებისკენ სწრაფად იარონ. ეს შესამჩნევად კონტრასტული იქნება გაწონასწორებულ და შედარებით მშვიდ ხართან შედარებით. რევოლუციური ვეფხვი უამრავ ცვლილებას მოიტანს და დაარღვევს სტერეოტიპებს.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2018
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით
2022 წელი იქნება ინოვაციური და აქტიური პერიოდი. შეიძლება ითქვას, რომ ვეფხვი მფარველობს არა მათ, ვისაც სიყვარული შეუძლია, არამედ მათ, ვინც მზადაა ცხოვრებაში სასურველ სიმაღლეებს მიაღწიოს.
ვეფხვი ერთგული ცხოველია, ამიტომ მიუხედავად მთელ მსოფლიოში არსებული ვითარებისა, ოჯახი უსაფრთხოდ იქნება. ოჯახური სიმყუდროვე, სიმშვიდე, გაგება სიყვარულში – სწორედ ამას უნდა ველოდოთ მომავალ წელს.
იმის გასარკვევად, თუ რომელი ცხოველის წელს დაიბადეთ, ნახეთ ცხრილი
© photo: Sputnikტიბეტური ჰოროსკოპი
ტიბეტური ჰოროსკოპი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
ტიბეტური ჰოროსკოპი
2022 წლის ჰოროსკოპი აღმოსავლური კალენდრით
ვირთხა
წარმატებული წელია, როდესაც ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. განსაკუთრებული წარმატებები გელოდებათ კარიერაში, მაგრამ არცთუ საუკეთესო დროა სამსახურის შესაცვლელად. უნდა გქონდეთ საკუთარი თავის იმედი. სასიყვარულო საკითხებში კი მაინცდამაინც არ გაგიმართლებთ – დიდი ალბათობით, მარტოხელები ისევ მარტო იქნებით, დაოჯახებულებს კი ოჯახში შეიძლება პრობლემები შეგექმნათ. ასტროლოგები გირჩევენ, მეტი დრო გაატაროთ ოჯახთან და ახლობლებთან. ჯანმრთელობის მხრივ ყურადღება უნდა მიაქციოთ საჭმლის მომნელებელ სისტემას.
ხარი
2022 წელს ცხოვრება უფრო სტაბილური გახდება მიუხედავად იმისა, რომ იწყება ბრძოლისა და დაძაბულობის პერიოდი. გაჩნდება წარმატებების მიღწევის ან პროგრესის შანსი, თუ თავგადასავლებს აარიდებთ თავს. იქნება საუკეთესო დრო სიყვარულის, მომგებიანი სამუშაოსი და კარიერაში კარგი შესაძლებლობების. ვეფხვის წელიწადში ხარებმა სამსახური არ უნდა გამოიცვალოთ. უბრალოდ, რეკომენდებულია ძილის გრაფიკის შედგენა, დიდი დროის დათმობა ურთიერთობების მოგვარებისთვის.
გულის ფორმის სუვენირები - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს
ვეფხვი
მომგებიანი, მაგრამ პრობლემური წელი გელოდებათ. მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება ბრწყინვალე წარმატებების ან სერიოზული მარცხის წყარო გახდეს. 2022 წელი კარგი დროა მეორე ნახევრის პოვნის, დაოჯახებისთვის. კარიერულ სფეროში წინსვლის შანსები გაჩნდება. საჭიროა სიფრთხილე ფინანსურ საკითხებში, არ უნდა გქონდეთ დიდი მიღწევების იმედი, არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები, არ დახარჯოთ ფული არაგონივრულად, არ ჩადოთ დიდი თანხები აქციებში.
კურდღელი (კატა)
ეს ის წელია, როდესაც ყველაფერი განსაკუთრებულად რეალისტურად გეჩვენებათ, პირადი ცხოვრება სტაბილურია. გელოდებათ საინტერესო წინადადებები, სურვილების ასრულება. გაგიმართლებთ კარიერაში, ბიზნესში, თუმცა ზოგიერთ პრობლემას ვერ აიცილებთ თავიდან – ფინანსებთან მიმართებით ფრთხილად უნდა იყოთ. იღბალი რომ არ დაკარგოთ, სოციალურ ურთიერთობები უფრო დაკვირვებული უნდა იყოთ. ასევე არ ღირს ზედმეტი დატვირთვა – ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება.
დრაკონი
კარგი წელია ხელიდან გაშვებული მოგების დასაბრუნებლად, ხოლო სიყვარულთან დაკავშირებით შეიძლება პრობლემები შეიქმნას და სტაბილურობა დაირღვეს. არ უნდა გაჯიუტდეთ, არ აჰყვეთ ემოციებს, არამედ საჭიროა სიმტკიცე და სიზუსტე მოქმედებებში. კარიერაში იღბალი თქვენ გვერდით იქნება, მაღალია წინსვლის ალბათობა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში კოლეგებთან სიფრთხილე გმართებთ – მოსალოდნელია უსიამოვნებები. ყურადღება უნდა მიაქციოთ ფიზიკურ აქტიურობას.
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
გველი
რთული წელია გეგმების წინ წაწევისა და დანაპირების ასრულების მოლოდინის მხრივ. ამასთან, პრობლემებთან შეჯახება დიდი დანაკარგებით არ დამთარდება. მარტოხელებს სიყვარულში გაგიმართლებთ, ქალები ემოციურად უფრო მგრძნობიარე გახდებიან. კარიერაში წინსვლა შესაძლებელია, მაგრამ კოლეგებთან თავაზიანობა და გულწრფელობაა საჭირო და არავითარ შემთხვევაში – ჭორების აგორება ზურგს უკან. სანამ რამე სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებთ, მანამდე რამდენიმე ვარიანტი განიხილეთ.
ცხენი
უსაფრთხო და დინამიკური წელი გელოდებათ. აქცენტი კეთდება ოპტიმიზმსა და თავგადასავლებზე, რომლის დროსაც პრობლემები შემცირდება ან საერთოდ გაქრება. გელოდებათ წარმატებები კარიერაში, კარგი შემოსავლები, დაწინაურება სამსახურში, ხელფასის მომატება. ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ მდგომარეობას, რადგან წლის დასაწყისში არსებული ენთუზიაზმი დროთა განმავლობაში ჩაქრება და აქტიურობის სურვილი აღარ გექნებათ. პირად ცხოვრებაში დიდი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. სავარაუდოდ, მარტოხელები კვლავ მარტო ივლიან.
თხა
უპრობლემო წელი გელოდებათ გამოცდების, ჯანმრთელობისა და ფინანსების თვალსაზრისით. კარიერა კაშკაშა და მრავლის მომცემი იქნება. რეკომენდებულია მატერიალური სტაბილურობის შენარჩუნება, არ არის საჭირო დიდი ინვესტიციების ჩადება. დაძაბული სამუშაოს გამო შესაძლებელია ჯანმრთელობის პრობლემები, ამიტომ ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ. პირად ცხოვრებაში გაქვთ ურთიერთობების დაწყების შანსი, ასევე არის ბავშვის გაჩენის ალბათობა. მზად ხართ, გადალახოთ დაბრკოლებები და გქონდეთ, პირველ რიგში, საკუთარი თავის იმედი.
შეყვარებული ჭიამაიები - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
ნიშნების შეთავსებადობა აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
მაიმუნი
2022 წელს იღბალი თქვენ გვერდით იდგება და ის ძალიან დაგჭირდებათ, რადგან არაერთი სირთულე გელოდებათ. გაგიმართლებთ კარიერაში, მაგრამ სამუშაოს დეტალებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ. სასიყვარულო ასპარეზზე არასტაბილურობაა და აუცილებელია, რომ კონფლიქტები აიცილოთ თავიდან, გააკონტროლოთ ემოციები. ვეფხვის წელიწადში თქვენთვის ჰაერივით აუცილებელია მოთმინების შენარჩუნება, კარდინალურად შეცვლა, ოჯახისა და ახლობლების ენერგიით „ვამპირივით“ დამუხტვა.
მამალი
თუ ვეფხვს არ გაუწევთ კონკურენციას, ბედნიერი, შესანიშნავი წელი გელოდებათ. სასიყვარულო ფრონტზე დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. უმეტესობა სამუშაოთი იქნება დაკავებული. კარიერული კუთხით დიდი ძალისხმევა გჭირდებათ, უნდა გამოიყენოთ შანსი, როგორც კი ის გაჩნდება. მოერიდეთ ძვირფასი ნივთების შეძენას. 2022 წლის შუა პერიოდიდან უფრო ხელმომჭირნე გახდებით. არასასურველია ახალი საქმის დაწყება.
ძაღლი
საქმიანი აქტიურობის თვალსაზრისით იღბლიანი წელია. დაიბრუნებთ პოპულარობას, სტატუსსა და ძალაუფლებას. სიყვარულში ყველაფერი სტაბილურადაა დიდი ცვლილებების გარეშე. გაგიჩნდებათ მეტი დრო საკუთარი თავისთვის. თუ მეტ ყურადღებას ოჯახს დაუთმობსთ და არა სამსახურს, პირადი ცხოვრება უკეთესი გახდება. შემოქმედებითი ადამიანები საზოგადოების მხრიდან აღიარებას მიიღებენ, ასევე მოსალოდნელია თანხის მიღება, დაწინაურება. ბიზნესმენებმა კი უნდა იფრთხილონ, რადგან არის კლიენტების ან პარტნიორების დაკარგვის ალბათობა. მატერიალური ბალანსის შენარჩუნებას შეძლებთ.
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2018
ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით
ღორი
ბევრი უნდა იშრომოთ, მაგრამ ამისთვის მადლობას გეტყვიან და დაგაჯილდოვებენ. მეუღლეებს შორის შეიძლება გახშირდეს ჩხუბი, მოიმატოს დაძაბულობამ. დიდია სასიყვარულო სამკუთხედის ალბათობა. შეყვარებული წყვილებისთვის შესანიშნავი წელია ქორწინებისთვის. ასევე კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და სრულყოფაზე მუშაობისთვის. გაჩნდება შემოსავლების გაზრდის, აღიარების მოპოვების შანსები. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ინფორმაცია დეტალურად შეისწავლეთ.
ყველა ახალი ამბავი
0