„დიდი ბეტონის ქვეშ ვარ მომწყვდეული“ – რას წერს ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მოქალაქე

© photo: Sputnik / Stringerტრაგედია ბათუმში
ტრაგედია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
„ფეისბუქზე“, საარაუდოდ, ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქის შეტყობინება გაჩნდა.
თბილისი, 8 ოქტომბერი − Sputnik. მოქალაქე, რომელიც ამ წუთებში ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებშია მოყოლილი, სოციალურ ქსელში წერს და შველას ითხოვს.
„დიდი ბეტონის ქვეშ ვარ მომწყვდეული, მიშველეთ, ააწევინეთ ის დიდი ბლოკი“, – დაწერა მოქალაქემ „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაზე „ფეისბუქზე“.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა. მაშველები ნანგრევებში მობინადრეებს ამ დრომდე ეძებენ. ნანგრევებიდან ისმის მოქალაქეების ხმა, რომლებიც დახმარებას ითხოვენ.
ყველა ახალი ამბავი
0