ბათუმში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა

© photo: Sputnik / Stringerჩამონგრეული სახლი ბათუმში
ჩამონგრეული სახლი ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში მოყვნენ კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები, რომელთა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტრაგედია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
ბათუმში ნანგრევებში მოყოლილი ავტომანქანიდან ბავშვი გამოიყვანეს
შემთხვევა მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში მოყვნენ კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები, რომელთა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ნგრევის მიზეზი.
პერიმეტრი ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული. ადგილზე სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული.
ყველა ახალი ამბავი
0