ჩეხოვის „სამი და“: თბილისში „ღვინის ქარხანაში“ პრემიერა გაიმართება

© photo: Sputnikღვინის ქარხანა №1
ღვინის ქარხანა  №1 - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2021
გამოწერა
სპექტაკლი „ღვინის ატმოსფეროში“ განსაკუთრებით დედაქალაქის გემოვნებიან თეატრალებს გაახარებს
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ექსპერიმენტულ-თეატრალური მოძრაობა „ჰარაკი“ მაყურებელს სთავაზობს საპრემიერო დადგმას „სამი და“, რომელიც შაბათს, 25 სექტემბერს გაიმართება დასის ახალ სივრცეში - ღვინის ქარხნის ყოფილი მარნის ტერიტორიაზე .
ექსპერიმენტულ-თეატრალური დასი „ჰარაკი“ თბილისში 2019 წლის გაზაფხულზე შეიქმნა. ჰარაკი - ძველი ქართული სიტყვაა, რომელიც ზეპირსიტყვიერად შემონახულ სამაგალითო ამბავს ნიშნავს.
ცხრა მსახიობისგან შემდგარი თეატრი გამოირჩევა ექსპერიმენტული მიდგომებით თეატრალური ხელოვნებისადმი. დასის პირველი დადგმა გახდა სპექტაკლი „მდგმური“ ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოების მიხედვით.
პიესა „სამი დის“ ავტორია მარიამ მეღვინეთუხუცესი, რეჟისორი სანდრო კალანდაძეა.
„...სამივე ერთად თუ ვიქნებით, სარეველები ვერ მოგვერევიან ...ჩვენ ხომ ერთი ბაღიდან ვართ... ყველაზე მეტად ვინც გვიყვარს, იმათ ვუმალავთ. საკუთარ თავსაც ვუმალავთ. ვერ ვხვდები, რატომ?.. ყველაფერი ხომ პატარა მარცვლიდან იწყება. ის, ის პატარა მარცვალი, გაჩენისთანავე რომ ითქვას, ჯერ რომ პატარაა და უმნიშვნელო, აქამდე ხომ არ მოვიდოდით...“, - ნათქვამია სპექტაკლის ანონსში.
სპექტაკლში მონაწილეობენ ნატალია გაბისონია, ანანო მახარაძე, ანასტასია ჭანტურაია, გიორგი რაზმაძე, გიორგი შარვაშიძე, ბიჭიკო ჭეიშვილი.
საპრემიერო დადგმები გაიმართება 25, 26, 29, 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს. დასაწყისი 19:00 საათზე.
მისამართი - პეტრიაშვილის #1.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური