თბილისში 22 წლის ახალგაზრდის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
გამოძიების ცნობით, მიმდინარე წლის 29 მაისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე ბრალდებულმა ახალგაზრდას დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ოთხთვიანი ძებნის შემდეგ თბილისში 27 წლის მამაკაცი ახალგაზრდა მოცეკვავის ლაშა სახეჩიძის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ცნობით, მიმდინარე წლის 29 მაისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე ბრალდებულმა 22 წლის სახეჩიძეს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულის იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და მიმდინარე წლის 31 მაისს ბ.ღ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 2 ივნისს კი მოსამართლის განჩინებისა და პროკურორის დადგენილების საფუძველზე ბ.ღ. ძებნილად გამოცხადდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ თვითმხილველებმა დაჭრილი თბილისის ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. სახეჩიძეს ჭრილობები გულ-მკერდისა და მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
ყველა ახალი ამბავი
0