როგორ ემზადება რთვლის ჩასატარებლად რაჭა

© photo: Sputnikრთველი რაჭაში
რთველი რაჭაში - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
„ხვანჭკარის“ ხარისხისა და უნიკალური თვისებების შენარჩუნების მიზნით რაჭაში უკვე დაიწყო სპეციალური ღონისძიებების გატარება.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. რთველი რაჭის რეგიონში ოქტომბრის პირველ ნახევარში დაიწყება, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
უწყების ცნობით, რთვლის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ ამბროლაურში გაიხსნება.

„ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვა და ხარისხის უზრუნველყოფა ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა“, – აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

„ხვანჭკარის“ ხარისხისა და უნიკალურობის დასაცავად რაჭაში უკვე დაწყებულია სპეციალური ღონისძიებები.
რაჭის რეგიონის შესასვლელებში მოეწყო სპეციალური საკონტროლო პუნქტები. შემოწმდება რეგიონში შემოსული ყველა მანქანა, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა.
რთველი 2021 - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
რთველი გახურდა: როგორ იღებენ საქართველოში ყურძნის მოსავალს – ფოტო
ამავე მიზნით რთვლის დაწყებისთანავე ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს გაუწევენ ჩასაბარებელ ყურძენს, რათა არ მოხდეს სხვა ჯიშების შერევა „ხვანჭკარის" სანედლეულო ჯიშებში – მუჯურეთულში და ალექსანდროულში.
ყურძნის მოსავლის დაბინავების პარალელურად უპირველეს ამოცანად რჩება ქართული ღვინის, რაჭის შემთხვევაში კი განსაკუთრებით ღვინო „ხვანჭკარის“ ხარისხის უზრუნველყოფა და უნიკალური თვისებების შენარჩუნება, აღნიშნავენ სააგენტოში.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური