მირანდა შელიას გრანდიოზული დაბადების დღე და სიურპრიზი მილიარდერი ქმრისგან – ვიდეო

© courtesy of Miranda Sheliaმირანდა შელია და გრიგორი მამურინი
მირანდა შელია და გრიგორი მამურინი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
მირანდა შელია რამდენიმე თვის წინ ოლიგარქის შვილიშვილზე გათხოვდა და მას შემდეგ სოციალურ ქსელებში აღარ აქტიურობს.
მოსკოვში მცხოვრები ქართველი მოდელი მირანდა შელია იუბილარია. მოდელმა 30 წლის იუბილე მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. დაბადების დღის წვეულებაზე მირანდას მილიარდერმა ქმარმა რამდენიმე სიმღერაც კი შეასრულა. დაბადების დღის ამსახველი ვიდეოები ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამაც გამოაქვეყნა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“, რომელიც მოდელის საუკეთესო მეგობარია.
მირანდა შელია, რომელსაც ქართველ ირინა შეიკს უწოდებენ, მაისში გათხოვდა. რუსული მასმედია აქტიურად წერს ქართული წარმოშობის მოდელის მირანდა (მიმი) შელიასა და რუსი ოლიგარქის შვილიშვილის გრიგორი მამურინის მოულოდნელი ქორწინების შესახებ. წყვილი ურთიერთობას ქორწილამდე არ ასაჯაროვებდა, ამიტომ მათი ქორწილი ერთგვარი სიურპრიზი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის.
წყვილმა ურთიერთობა რამდენიმე მეგობრის თანდასწრებით მაისის ბოლოს დააკანონა, ხოლო ქორწილი ჯერ არ ჰქონიათ. მირანდას ხელმომწერებმა ისიც აღნიშნეს, რომ მათი აზრით, მოდელის მეუღლე ჯონ სნოუს ძალიან წააგავს. წყვილი ერთობლივ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს, თუმცა ფაქტია, რომ მოდელი რჩეულთან ერთად ბედნიერია და ცხოვრებით ტკბება.
გრიგორი მამურინი ცნობილი გახდა 2015 წელს, როდესაც მან ბლოგერობა გადაწყვიტა. ხაბაროვსკელი ოლიგარქის შვილიშვილი თავის ვიდეოებში ხალხს სთხოვდა, ფულის სანაცვლოდ უზნეო საქციელი ჩაედინათ, მაგალითად, საზოგადოებრივ ადგილზე გაშიშვლებულიყვნენ, ან ჭიქა შარდი დაელიათ. მდიდარი მემკვიდრის ბლოგებმა ინტერნეტში დიდი სკანდალი გამოიწვია, რის შემდეგაც მამურინმა ეს საქმიანობა შეწყვიტა.
დიდი ხნის განმავლობაში ახალგაზრდა კაცის შესახებ არაფერი ისმოდა და მხოლოდ ახლა გამოჩნდა, როდესაც ცნობილ მოდელზე მირანდა შელიაზე დაქორწინდა. მამურინამდე გოგონა ფეხბურთელ ფიოდორ სმოლოვს და მომღერალ ვლადისლავ რამს ხვდებოდა. უცნობია, რამდენი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა შელიასა და მამურინის წყვილს, რადგან დაქორწინებამდე ისინი ერთად არ ჩნდებოდნენ.
ფო­ტო­მო­დე­ლი მირანდა შელია წლე­ბია მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა ხში­რად სტუმ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს. 30 წლის მო­დე­ლი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია Instagram-ზე. მირანდა შელიასთვის, რომელსაც საზოგადოება მიმი შელიად იცნობს, ეს მეორე ქორწინებაა.
მირანდა ერთხელ უკვე იყო გათხოვილი. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელისა და რუმინეთის პირველი ლიგის კლუბ „კლუჟის“ ფეხბურთელის გიორგი ჭანტურიას მეუღლე 20 წლის ასაკში გახდა, თუმცა წყვილი ცოტა ხანში დაშორდა. ამის მიზეზი, მირანდას თქმით, მეუღლის მხრიდან უნდობლობა გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0