28 წლის მამაკაცი გაიტაცეს, გაკოჭეს და სარწყავ არხში გადააგდეს: რა მოხდა მარნეულში

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
დაკავებულთაგან ორ პირს 7-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა, დაკავებულებიდან ორი წარსულში ნასამართლევია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს შურისძიების მოტივით ორმა პირმა 28 წლის მამაკაცს ხელ-ფეხი შეუკრა და გაკოჭილ მდგომარეობაში მარნეულის ერთ-ერთ სოფელში წაიყვანა. შემდეგ მათ გატაცებულს სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. გარდაცვლილს ოჯახი ბოლო სამი დღის განმავლობაში ეძებდა. მამაკაცის ცხედარი დღეს მდინარე ალგეთის პირას იპოვეს.
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2020
გურიაში ბანკის თანამშრომელი შურისძიების მოტივით მოკლეს
გამოძიების ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ჩადენილ ქმედებას ბრალდებულების მეგობარი შეესწრო, რომელიც გატაცების მომენტში ავტომობილს მართავდა. მიუხედავად ამისა, მან მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
მომხდარიდან სამი დღის შემდეგ სამართალდამცველებმა ბრალდებულები მარნეულში დააკავეს.
საქმეზე გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს.
უშუალოდ დანაშაულში მონაწილე პირებს 7-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ჩადენილი ფაქტის შემსწრე პირს დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო სამიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური