გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლი „ალჟირი“ ბრესტის ფესტივალის პრიზიორია

© Facebook / Nina Shaduri Zardalishviliნაწყვეტი სპექტაკლიდან "ალჟირი"
ნაწყვეტი სპექტაკლიდან ალჟირი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
ბრესტში საიუბილეო XXV ფესტივალი 10–18 სექტემბერს გაიმართა. საკონკურსო პროგრამაში შვიდი ქვეყნის თეატრების 22 დადგმა იყო შესული.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი ბრესტის საერთაშორისო XXV თეატრალურ ფესტივალზე Белая вежа („თეთრი კოშკი") სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა.
რეჟისორ ავთანდილ ვარსიაშვილის სპექტაკლმა „ალჟირი“ (А.Л.Ж.И.Р.) პრიზი „ისტორიული მეხსიერების გულწრფელობისთვის“ დაიმსახურა.
სპექტაკლი „ალჟირი” დოკუმენტური დრამაა, რომელიც მოგვითხრობს „ალჟირის“ („აკმოლინსკის ბანაკი სამშობლოს მოღალატეთა ცოლებისათვის“) პატიმარ ქალებზე საქართველოდან, მათ ცხოვრებასა და ბედზე, ტანჯვაზე, ოცნებებსა და იმედებზე. ეს არის რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ისტორია სტალინური ეპოქის ყველაზე საშინელი ადგილის – გულაგის ერთ-ერთი „კუნძულის“ შესახებ. სულ ბანაკში სასჯელი მოიხადა რვა ათასამდე ქალმა, მათ შორის საქართველოდან „ალჟირის“ ციხეებში 281 ქალი იჯდა. თუმცა, ეს სია სრული არ არის.
ბრესტში საიუბილეო XXV ფესტივალი 10–18 სექტემბერს გაიმართა. საკონკურსო პროგრამაში შვიდი ქვეყნის თეატრების 22 დადგმა იყო შესული.
ყველა ახალი ამბავი
0