რომელ პარტიას უჭერს მხარს ბათუმის მოსახლეობა: კვლევის შედეგები

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
გამოწერა
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის მოსახლეობის უმრავლესობა თვითმმართველობის არჩევნებზე მზადაა მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ დაუჭიროს მხარი.
ამაზე მეტყველებს თავად მმართველი პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგები.
კითხვაზე, „ხვალ რომ ბათუმის მერის არჩევნები ჩატარდეს, რომელ კანდიდატს დაუჭერდით მხარს“, ხმები ასე გადანაწილდა:
არჩილ ჩიქოვანი („ქართული ოცნება") – 54,1%
გიორგი კირთაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 30,6%
ირაკლი მიქელაძე („საქართველოსთვის") – 4,6%
გიორგი ფუტკარაძე („გირჩი – მეტი თავისუფლება") – 2,1%
ბონდო გუგულაძე („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი") – 1,9%
კახაბერ ცისკარიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 1,2%
დანარჩენი კანდიდატები – 5,5%.
„როგორც ხედავთ, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა არჩევნები პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი 2 ოქტომბერს ბათუმელი ამომრჩევლის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ბათუმის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს, კითხვაზე – „ხვალ რომ ბათუმის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“, გამოკითხვაში მონაწილეთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 49,2%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 29,8%;
„საქართველოსთვის“ – 4,1%;
„გირჩი - მეტი თავისუფლება“ – 2,8%;
„ლელო საქართველოსთვის“ – 2,1%;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1,9%;
„მესამე ძალა“ – 1,2%;
„მოქალაქეები“ – 1,2%;
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1,1%;
„ევროპული საქართველო“ – 1,1%;
„გირჩი“ – 0,6%;
დანარჩენი პარტიები – 4,9%.
კვლევა 13–17 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა, რომელშიც 2.690-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. ცდომილება +/–3%-ია.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
ყველა ახალი ამბავი
0