ლაფანყურის მთებში მეწყერი ჩამოწვა: შესაბამისი სამსახური ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს

მეწყერი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2021
გამოწერა
თელავის მუნიციპალიტეტში პრობლემები ორი დღის განმავლობაში მოსულმა გადაუღებელმა წვიმებმა და უხვმა ნალექმა შექმნა.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მთებში მეწყერი ჩამოწვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, მეწყრული პროცესების გააქტიურება გადაუღებელმა წვიმებმა და უხვმა ნალექმა გამოიწვია.
კავკასიონის ქედის მიმართულებით რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა და ჩაიხერგა, რის გამოც მესაზღვრეები, რომლებიც საქართველო-რუსეთის საზღვარს იცავენ, გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა განაცხადა, მდინარე ლოპოტაში ელოდებიან წყლის დონის დაკლებას, რის შემდეგაც კონტრაქტორი კომპანია შესაბამის სამუშაოებს დაიწყებს.
ყველა ახალი ამბავი
0