Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რა შემთხვევაში იქნება კორონავირუსის მეხუთე ტალღა მსუბუქი: გამყრელიძის პროგნოზი

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliვაქცინაციის მოძრავი პუნქტი რუსთავში
ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი რუსთავში - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2021
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა ოდნავ შესუსტდა, თუმცა მედიკოსები ვარაუდობენ, რომ შემოდგომაზე ეპიდსიტუაცია კვლავ გართულდება.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი საგანგაშოდ შემცირდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პირველი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, ბოლო სამი-ოთხი დღის განმავლობაში იკლებს ვაქცინაციის ტემპი, ისევე როგორც პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც 47%-დან 43%-მდე ჩამოვიდა.

„შესაძლოა საშიში ტენდენცია გაჩნდეს და თუ ჩვენ ვერ ავწიეთ პირბადის ტარების და აცრების მაჩვნებელი, სამწუხაროდ ამ მაღალ ციფრებზე ისევ დავრჩებით. მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი, იოლი, თუ ჩვენ გვექნა აცრების მაღალი მაჩვენებელი და სექტემბერ-ოქტომბერში ავცრით სულ მცირე 700-900 ათას ადამიანს ყოველთვიურად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. AstraZeneca-ს არჩევა 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.
19 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1.646.441 აცრა. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 701.150 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 24,6%. 18 სექტემბერს აიცრა 14.071 ადამიანი. 17 სექტემბერს - 19.273, 16 სექტემბერს - 19.158. 15 და 14 სექტემბერს ეს მაჩვენებელი 25 ათასს აჭარბებდა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური