„მარიკას“ და „დათოს“ ცხოვრება ეკრანს მიღმა და იდილიური ოჯახი - ფოტოები

© Facebook / Maia Doborjginidzeმაია დობორჯგინიძე და გოგა ბარბაქაძე
მაია დობორჯგინიძე და გოგა ბარბაქაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2021
გამოწერა
იუმორით აღსავსე მსახიობების გოგა ბარბაქაძისა და მაია დობორჯგინიძის სახელი და გვარი იმდენად ცნობილი არ არის, რამდენადაც მათ მიერ განსახიერებული პერსონაჟებისა. განსაკუთრებით პოპულარული სერიალი „შუა ქალაქში“ აღმოჩნდა, რომლის გადაღება 14 წლის წინ დაიწყო.
„მარიკა“ და „დათო“, ანუ გოგა და მაია რეალურ ცხოვრებაში ცოლ-ქმარი არიან. კინოსა და თეატრის მსახიობების ურთიერთობა 1999 წელს დაიწყო. იმ პერიოდში მაია დობორჯგინიძე სამსახიობოს ამთავრებდა, როდესაც გოგა ახალი სასწავლო კურსის შესწავლას შეუდგა.
მოგვიანებით მომავალმა მსახიობებმა ორ სპექტაკლში ერთად ითამაშეს და აქედან დაიწყო მათი დაახლოება. გოგა იხსენებს, რომ ერთმანეთს შემთხვევით დაუახლოვნენ, მოეწონათ ერთად ყოფნა და ზრუნვა, რის შემდეგაც მათი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა.
გოგა ძალიან რომანტიკული აღმოჩნდა. მათი ურთიერთობის დასაწყისში რეპეტიციის დაწყებამდე პოზიტიური მსახიობი მეორე ნახევარს სადარბაზოსთან ყვავილებით ხელში ყოველდღე ელოდა. სხვადასხვა ინტერვიუებში მაია ამ ყურადღებას ღიმილით იხსენებს და აღნიშნავს, რომ ისინი მთელი დღე ერთად იყვნენ და ერთმანეთი დღემდე არ ბეზრდებათ.
გოგამ და მაიამ პოპულარობა განსაკუთრებით სერიალით „შუა ქალაქში“ მოიპოვეს. ტელეეკრანზე გამოჩენის შემდეგ წყვილის მიმართ უამრავი ადამიანი დადებითად განეწყო და დღემდე არავის ავიწყდება. 12 წლის მანძილზე სერიალის მსვლელობისას გოგას ქარიზმატულობის წყალობით დათოს როლი შედგა და საზოგადოება მის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით განეწყო.
40 წლის გოგას და 43 წლის მაიას ორი შვილი ჰყავთ. მსახიობების უფროსი ვაჟის – გაბრიელის და ქალიშვილის – ბარბარეს ფოტოები დიდ ყურადღებას იქცევს. გაბრიელი 13 წლის არის, ხოლო ბარბარე 7 წლის გახდა. თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, რომ მათი უფროსი ვაჟი მამას ჰგავს, ხოლო პატარა პრინცესა – დედას.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური