Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Stringerგამვლელები პირბადეებით
გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.501-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 595.264-ს მიაღწია.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.501 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 522 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი - 226, კახეთი - 186, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 181, ქვემო ქართლი - 100, შიდა ქართლი - 70, გურია - 47, სამცხე-ჯავახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.954 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 559.996-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 43 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 8.541-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 26.701 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.446 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.144, აჭარაში - 570, იმერეთში - 1.058. 1.255 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 330 პირი, მათგან თბილისში - 196, აჭარაში - 24, იმერეთში - 30.
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.225 ადამიანი, მათ შორის 726 - თბილისში, 304 - აჭარაში.
20.030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 1.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21.501 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.501-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 595.264-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0