სერიალ ჩცდ-ის ნინას, ანა ტყებუჩავას ოჯახური იდილია – საყვარელი ქმარი და ულამაზესი შვილები

© Facebook / Ani Tkebuchavaანი ტყებუჩავა
ანი ტყებუჩავა - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
გამოწერა
კინოსა და თეატრის მსახიობი, ასევე პოპულარული ტელეწამყვანი ოჯახთან ერთად ხშირად ისვენებს. რეიტინგულ სერიალში ნინას როლის შემსრულებელი საკუთარი პერსონაჟისგან რადიკალურად განსხვავდება. ნახეთ დიდი და მოსიყვარულე ოჯახის უახლესი ფოტოები.
მსახიობი ტელეეკრანებზე პირველად სერიალ „შუა ქალაქში" ირაკლი ექიმის სტუდენტის როლში გამოჩნდა. თუმცა, არტისტს საზოგადოების აღიარება და სახელი მაინც რეიტინგული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების" მთავარმა გმირმა ნინამ მოუტანა.
38 წლის მსახიობმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. ქართულ ტელესივრცეში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. როლის გამო ანა ტყებუჩავამ გრძელი თმა შეიჭრა. უფრო სწორი იქნება აღვნიშნოთ, რომ ნინას გამო გადაიხოტრა. მოგეხსენებათ, სერიალის მიხედვით, ნინას სიმსივნე დაუდგინეს და ქიმიოთერაპია დაუნიშნეს, რის გამოც ხუთი შვილის დედას თმები გასცვივდა.
ანა ტყებუჩავა არც ისე დიდი ხნის წინ დაოჯახდა. მიუხედავად ახალბედა ოჯახისა, წყვილი ორ ულამაზეს ქალიშვილს ზრდის. როგორც სოციალური ქსელებით ირკვევა, ანა და მისი მეუღლე ლევანი შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობენ. პატარა გოგონებს მშობლებთან გატარებული ყოველი წამი განსაკუთრებულად უყვართ.
ინტერვიუებში ანა ტყებუჩავა აღნიშნავს, რომ ლევანი შვილების აღზრდა-მოვლაში თანაბრად მონაწილეობს. და, საერთოდ, ლევანის სახელს მსახიობი ხშირად ახსენებს. მათ დიდი სიყვარული და ურთიერთგაგება აკავშირებთ. როდესაც როლის გამო ანამ თმა გადაიპარსა, სოციალურ ქსელში ცოლ-ქმრის საერთო ფოტო გამოქვეყნდა – ლევანმა ანას მხარი აუბა და სოლიდარობის ნიშნად თავადაც შეიჭრა თმა.
ყველა ახალი ამბავი
0