Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
გამოწერა
ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 554.618 ადამიანი. სულ ჩატარებულია 1.589.024 აცრა.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.176-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 589.727-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 554.618 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.838), გარდაიცვალა – 8.390 (ბოლო 24 საათში – 43). კარანტინის რეჟიმშია 75, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.637 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.350 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 35.400 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18.551, PCR–ტესტით – 16.849.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,15%, ბოლო 14 დღის – 7,46%, ბოლო 7 დღის – 7,21%.
სულ ჩატარებულია 1.589.024 აცრა, ერთ დღეში აცრილია 25.150 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0