გარდაიცვალა მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი

© photo: Sputnikსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
გამოწერა
საქართველოს სახალხო არტისტი თავდაპირველად მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში მოღვაწეობდა, 1966 წლიდან კი რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. ლეილა ძიგრაშვილი ასევე სხვადასხვა ქართულ და უცხოურ ფილმებს ახმოვანებდა.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა და რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ Facebook-ის პირად გვერდზე გაავრცელა.
სახალხო არტისტი 1948-1966 წლებში თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში მოღვაწეობდა, ხოლო 1966 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. მსახიობი პარალელურად მონაწილეობდა სხვადასხვა ქართულ ფილმში, ასევე გახმოვანებული აქვს უამრავი ფილმი.

„ქართული თეატრის გამორჩეული არტისტი და ბრწყინვალე მკითხველი ლეილა ძიგრაშვილი გარდაიცვალა. არ დარჩენილა ქართულ კინოში ქალი, რომელიც ლეილას არ გაეხმოვანებინოს. მიხარია, რომ შევძელი და გავაკეთე მისი ხუთი საღამო და მაყურებელს გავაგებინეთ, როგორი განუმეორებელი მკითხველი იყო“, – დაწერა ნიკოლოზ წულუკიძემ.

ქართველი მსახიობი თეატრის სცენაზე სხვადასხვა სპექტაკლში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის: „პრინცესა ტურანდოტი“ (ტურანდოტი), „ეშმაკის მოწაფე“ (ჯუდიტ ანდერსონი), „კავკასიური ცარცის წრე“ (დედამთილი), „ფედრა“ (ენონა) და სხვ.
მარინა ჯანაშია - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა
მსახიობს ასევე გახმოვანებული აქვს უამრავი ფილმი: არიადნა შენგელაიას პერსონაჟი ფილმიდან „შერეკილები“, მედეა ჯაფარიძის პერსონაჟი „წარსული ზაფხულიდან“, სოფიკო ჭიაურელის პერსონაჟი ფილმიდან „ჩვენი ეზო“ და სხვ. ის ასევე ახმოვანებდა რუსულ და ინდურ ფილმებს.
2017 წლის 30 მარტს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის წინ ლეილა ძიგრაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა, მანამდე კი თეატრის დიდ სცენაზე სახალხო არტისტის ბენეფისი გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0