პოლიციელმა რელსებში ჩავარდნილი მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა: თვითმხილველის ვიდეო

გამოწერა
მამაკაცი, რომელმაც მეტროში გონება დაკარგა და რელსებში ჩავარდა, პოლიციის ოფიცერმა და ერთ-ერთმა მგზავრმა იხსნეს. შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალური ქსელებით გავრცელდა და ვირუსულად იქცა
თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო, სოციალური ქსელების გარდა, ამერიკის ყველა წამყვანი ტელეარხითაც გადაიცა.
კადრებზე ჩანს, როგორ წევს მეტროს რელსებზე გონდაკარგული მამაკაცი, ხოლო გვირაბიდან უკვე მოჩანს მატარებლის ფარები. სწორედ ამ დროს შემთხვევის ადგილზე ჩნდება პოლიციის ოფიცერი ლუდინ ლოპესი, რომელიც დაუყოვნებლივ ჩადის რელსებზე და ცდილობს ფეხზე წამოაყენოს მამაკაცი. ამაში მას კიდევ ერთი მგზავრი მიეხმარა და საბოლოოდ სასიკვდილოდ განწირული პლატფორმაზე ამოიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გადარჩენილ მამაკაცს, ჯესი ბრანჩს, ეპილეფსიური შეტევა დაემართა და ამიტომაც გადავარდა პლატფორმიდან.
ყველა ახალი ამბავი
0