„ყველაზე უმცროსი ორი თვისაა...“ – ლაშა ღლონტის ოჯახიდან კოვიდი ექვს წევრს დაუდასტურდა

© photo: courtesy of Lasha Glontiმეუღლესთან ერთად
მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
გამოწერა
ლაშა ღლონტის შვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს. ნახეთ რა მოხდა მუსიკოსის ოჯახში.
ცნობილი მუსიკოსის ლაშა ღლონტის შვილი ანი ღლონტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოჯახიდან ექვს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათგან ყველაზე უმცროსი სულ ორი თვისაა. მუსიკოსის შვილის თქმით, სამი ადამიანი მხოლოდ ერთი დოზით იყო აცრილი, პირადად მანაც ვერ მოასწრო აცრა, თუმცა ყველაფერი რომ ჩაივლის, აუცილებლად მიიყვანს იმუნიზაციის პროცესს ბოლომდე.
„არანაირი სურვილი არ მაქვს მეორეჯერ გავიარო ასეთი რთული დღეები და მქონდეს დაუცველობის შეგრძნება! დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის და ყურადღებისთვის. მოუფრთხილდით ერთმანეთს“, – დაწერა ანი ღლონტმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჯამში 979.813 აცრა ჩატარდა, მათგან სრულად ვაქცინირებულია 294.365 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10.3%-ს შეადგენს. რაც შეეხება ერთი დოზით ვაქცინირებულებს, მათი რაოდენობა მოზრდილი მოსახლეობის 24%-ია. ბოლო ერთ დღეში აიცრა 17.670 პირი.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
ყველა ახალი ამბავი
0