კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია
ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 6.208-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 490.462-ს მიაღწია.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 6.208 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 2.540 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 810, იმერეთი – 782, კახეთი – 513, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 368, შიდა ქართლი – 363, ქვემო ქართლი – 307, გურია – 172, მცხეთა-მთიანეთი – 157, სამცხე-ჯავახეთი – 146, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 50.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.539 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 429.190-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 47 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6.483-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 54.763 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.965 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.122, აჭარაში – 930, იმერეთში – 1.013.
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
COVID-19 საქართველოში – ახალი ანტირეკორდი: 17 აგვისტოს მონაცემები
1.429 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 323 პირი, მათგან თბილისში – 202, აჭარაში – 17, იმერეთში – 20. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 3.481 ადამიანი, მათ შორის 1.646 – თბილისში, 1.298 – აჭარაში. 44.317 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 79 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – 5.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49.901 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 25.349, აჭარაში – 6.994, იმერეთში – 5.270.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 6.208-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 490.462-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
 
ყველა ახალი ამბავი
0