რაში იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის სექსუალობა, ანუ რითი ხიბლავენ ისინი პარტნიორებს

CC BY 2.0 / dw1FLY / THEDDY MAGPAYO / loversშეყვარებულები
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
გამოწერა
სექსუალობა მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც ადამიანს მიმზიდველს ხდის. ის პარტნიორებს შორის დამაკავშირებელი მარცვალია. ამასთან, სექსუალობა უხილავი რამაა. როცა ადამიანის სექსუალობა ერთს ატყვევებს, მეორე მასში ვერაფერ მიმზიდველს ვერ ხედავს.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თითოეულ ადამიანს სექსუალობის თავისი კრიტერიუმი აქვს. ირგვლივ მყოფ ადამიანებს ყოველი ჩვენგანი რაღაც განსაკუთრებულით, ინდივიდუალურით ვიზიდავთ: გარეგნობით, ხასიათით, ურთიერთობის მანერით და კიდევ სხვა უხილავი ნიუანსებით. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი - ზოდიაქოს ნიშანი. თითოეულ ნიშანს თავისი საიდუმლო სექსუალობა გააჩნია.
თუ დაქორწინებას აპირებთ: როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში>>
გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, რაში იმალება თქვენი სექსუალობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ვერძი: ვერძები ნოვატორი და პირველაღმომჩენი არიან. სწორედ ეს ადამიანები უყრიან საფუძველს ახალ მოდურ ტენდენციებს, ადგენენ სტანდარტებს. მათ მგზნებარე გული და დაუოკებელი ხასიათი აქვთ, რაც აიძულებს, მუდამ წინ იარონ და ნებისმიერი დაბრკოლება გადალახონ. უფრო მეტიც, თავიანთი ნოვატორული იდეებით ისინი „ასნებოვნებენ“ გარშემომყოფებს და აყვარებენ თავს. სწორედ ცეცხლოვანი ჟინია ის, რითიც ხიბლავენ ვერძები გარშემომყოფებს.
მზისკენ ამხტარი გოგო - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
ზოდიაქოს ნიშნების ბედნიერების საიდუმლო
კურო: კუროში ყველაზე სექსუალურია გაღმერთება, რომელიც მათ საყვარელი ადამიანის მიმართ აქვთ. ეს ადამიანები ძალზე გულწრფელი და მოსიყვარულე არიან, ამიტომ, როდესაც თავიანთ მეორე ნახევარს ხვდებიან, მასში თითქოს „იკარგებიან“. ზრუნვა და სინაზე, რომლითაც კუროები თავიანთ საყვარელ ადამიანს ანებივრებენ, ძალზე ცხადია გარშემომყოფებისთვის. ეს ადამიანები უფრო მეტს გასცემენ, ვიდრე იღებენ, და როდესაც საყვარელი ადამიანის გაბრწყინებულ თვალებს ხედავენ, უდიდეს ბედნიერებას განიცდიან. გასაკვირი არაა, რომ, თუნდაც ჯიუტი და თუნდაც ყველაზე მსუბუქი ხასიათის კურო საოცრად სექსუალური მოჩანს.
ტყუპი: ტყუპები თავიანთი უნივერსალურობით გამოირჩევიან. მათ, პრაქტიკულად, ნებისმიერ სიტუაციასთან შეუძლიათ შეგუება, ყველაზე კრიტიკულ პირობებშიც კი შეუძლიათ თავი ისე იგრძნონ, როგორც თევზმა წყალში. ამის მიზეზი ამ ნიშნის ორბუნებოვნებაა, რაც მათ საშუალებას აძლევს, ნებისმიერ ვითარებაში საჭირო სახე მიიღონ. ასეთი უნივერსალურობა, თავდაჯერებულობა და გამომსახველობა ტყუპებს სექსუალურად მიმზიდველს ხდის, განსაკუთრებით - სუსტი და მოუქნელი ადამიანებისთვის, რომლებსაც ცხოვრებაში ძლიერი და საიმედო „უნივერსალური ჯარისკაცი“ ესაჭიროებათ.
კირჩხიბი: კირჩხიბები ასეთი ჩუმი, მეოჯახე და რბილი მხოლოდ გარეგნულად ჩანან. სინამდვილეში, ეს ძალზე წინააღმდეგობრივი და ცვალებადი ნიშანია. დილიდან კირჩხიბი დამყოლი და ნაზია, საღამოს კი, შესაძლოა, სახლის კედლები შეაზანზაროს. მესაკუთრეობისა და დამოუკიდებლობის, სინაზისა და სიმკაცრის, სითამამისა და მერყეობის ასეთი დისონანსი კირჩხიბს ზოდიაქოს ნიშნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურს ხდის. და სხვაგვარად როგორ იქნება, თუ ეს ადამიანები საერთოდ არაპროგნოზირებადი არიან და ამით - ბევრად მიმზიდველი.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
ზოდიაქოს ნიშნების იდეალური წყვილები
ლომი: ლომები ძალზე მომხიბლავი არიან. ესენი არიან ადამიანები, რომელთა გვერდით საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს გულისცემა უხშირდებათ, არიან ბუნებრივი მაგნიტი, ისინი ერთი მზერით იპყრობენ ადამიანების გულს. ეს თვისებები ერთნაირად აქვთ მამაკაცებსაცა და ქალებსაც. ვერავინ გადმოსცემს სიტყვებით, კონკრეტულად რა ხიბლავს, რა იზიდავს ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელში. ლომი, უბრალოდ, იპყრობს თავის პარტნიორს და ამავდროულად, მთლიანად მისი ძალაუფლების ქვეშ ექცევა.
ქალწული: ქალწულები თავიანთი ინტელექტით ხიბლავენ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც „ყურებით უყვარდებათ“, და თან - არა ბანალური ქათინაურების გამო. ქალწულს შეუძლიათ საუბრის გაბმა, რომლის შემდეგ პარტნიორი მას უკვე შეყვარებულის თვალებით უყურებს. მახვილი გონება, საოცარი ლოგიკა, სასიამოვნო ხავერდოვანი ხმა - ეს ყველაფერი ატყვევებს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს. ამასთან ქალწულებმა კარგად უწყიან თავიანთი სექსუალური „იარაღის“ თაობაზე და მას სიამოვნებით იყენებენ ფლირტის სახით.
სასწორი: სასწორები თითქოს იმისთვის არიან დაბადებული, რომ ამ სამყაროს ყველა ტკბობა შეიცნონ. ისინი სილამაზის ჭეშმარიტი დამფასებლები არიან, ზუსტად იციან, სადაა ბედნიერება. სულით ხორცამდე რომანტიკოსები, საყვარელი ადამიანის წინაშე სიამოვნებით ხსნიან ამ სამყაროს მთელ სილამაზეს ყველა მცირე დეტალებშიც კი. ასეთ გაწონასწორებულობას ბევრი ძალზე სექსუალურად და მიმზიდველად აღიქვამს, ამიტომ მათ ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავთ.
სიყვარული  პირველი რომანტიკული ოცნებებიდან იწყება - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
ზოდიაქო: შეუთავსებელი და ამავე დროს ერთმანეთისთვის მიმზიდველი წყვილები
მორიელი: მორიელები საოცრად ძლიერი, მომაჯადოებელი ენერგეტიკით გამოირჩევიან. მათში არის რაღაც ჯადოქრული, რაც, ერთდროულად, იზიდავს და აფრთხობს კიდეც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს. მორიელები სანამ საკუთარ გრძნობებში ერკვევიან, ვერც კი ამჩნევენ, როგორ ითრევს მათ ცეცხლოვანი ვნები და დრამატული გრძნობები. მორიელები საოცრად ძლიერი არიან თავიანთი სექსუალური მიმზიდველობით, მაგრამ როგორც კი პარტნიორზე ძალაუფლებით დატკბებიან, ახალი გრძნობისმიერი ტკბობისკენ მიიწევენ. და ვინც ამ დაუოკებელ „ტორნადოს“ გაუმკლავდება, ის მოიპოვებს კიდეც მორიელის საბოლოო სიყვარულს.
მშვილდოსანი: მშვილდოსნები პარტნიორს ძლიერი სულით, არაჩვეულებრივი სიკეთითა და გულისხმიერებით აჯადოებენ. თითქოს მათშია თავმოყრილი მთელი სამყაროს სიკეთე, სინდისი და სიწმინდე. ეს ადამიანები არიან უშიშარნი, ყოველთვის მზადყოფნაში, ებრძოლონ უსამართლობას, დაეხმარონ გაჭირვებულებს. მათ შეიძლება თანამედროვე სამყაროს „დონ-კიხოტები“ ვუწოდოთ. გასაკვირი არაა, რომ გარშემომყოფებს უყვარდებათ მშვილდოსნები, რადგან მათი თავდადება, რომლებიც უშიშარ რაინდებზე ლეგენდებს გვაგონებს, საოცარ სექსუალურ იერს მატებს ამ ადამიანებს.
თხის რქა: შესაძლებელია, რომ დუმილი სექსუალური იყოს? რა თქმა უნდა, კი, თუ საუბარია თხის რქებზე. ამ ადამიანებს არ სჭირდებათ ზედმეტი სიტყვები, რომ პარტნიორს თავიანთ გრძნობებზე ესაუბრონ. მათ გვერდით საოცარი სიმშვიდე იგრძნობა, პარტნიორს ემატება თავდაჯერებულობა და შინაგანი ძალა. ბოლო წვეთი კი მძლავრი სექსუალური ენერგეტიკა და ვნება ხდება ინტიმური სიახლოვისას, რომელსაც თხის რქები საყვარელ ადამიანთან ამჟღავნებენ. ერთად გატარებული ღამის შემდეგ ზედმეტი ხდება ნებისმიერი სიტყვა, ისედაც გასაგებია, რომ თხის რქაზე სექსუალური სხვა არავინ არსებობს.
ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის
მერწყული: უკიდურესად მრავალმხრივი პიროვნებები საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს თავიანთი უშუალობითა და მიამიტობით, ცხოვრებისადმი ბავშვური დამოკიდებულებით ატყვევებენ. ისინი იმდენად აღტაცებული უყურებენ გარე სამყაროს, ისეთი შთაგონებით ეცნობიან ყოველ ახალსა და ამოუცნობს, რომ ადამიანებს ასეთი უშუალობის სწავლის სურვილი უჩნდებათ. ასევე, მერწყულები არ თამაშობენ, აქვთ ყოფიერების საკუთარი, უნიკალური ხედვა, რაც სხვა ნიშნებისგან შესამჩნევად განასხვავებს მათ. ამიტომ არაფერია საოცარი იმაში, რომ პარტნიორი მერწყულის სექსუალობას მის უშუალობაში ხედავს და მისი სამყაროსადმი დამოკიდებულებით იმსჭვალება.
თევზები: თევზების ყველაზე დიდი სექსუალობა მათ ღრმა შინაგან სამყაროში იმალება. ამ ადამიანებთან მგზნებარე რომანი გრძნობებისა და სინაზის ისეთ ჩანჩქერს ქმნის, რომლის განცდაც ყველა ადამიანს არ შეუძლია. თევზები ფაქიზად გრძნობენ პარტნიორს და მისი სულის ყველაზე მგრძნობიარე სიმებს ეხებიან, ოსტატურად აბამენ ფლირტს, იპყრობენ მათ და სიყვარულის მორევში ითრევენ. განსაკუთრებით ვნებიანია თევზებთან გატარებული ღამეები, რაც პარტნიორს ძირისძირობამდე ავსებს.
ყველა ახალი ამბავი
0