„ნაცმოძრაობამ“ მერობის კანდიდატები წარადგინა

© photo : Nika Melia / FBნიკა მელია მოსახლეობას ხვდება
ნიკა მელია მოსახლეობას ხვდება - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2021
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატებს შორის რამდენიმე ნაცნობი სახეა - ნიკა მელიას მამა, ცნობილი ექიმი ანზორ მელია (ზუგდიდი), ხატია დეკანოიძე (ქუთაისი), დავით კირკიტაძე (რუსთავი), ზაალ უდუმაშვილი (მცხეთა), გიორგი ბოტკოველი (თელავი)
თბილისი, 15 აგვისტო  — Sputnik. ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგიონების მერობის კანდიდატები წარადგინა.
კანდიდატების სრულ სიას ცესკო წარმოადგენს 8 სექტემბერს, როდესაც რეგისტრაციის პროცესი დასრულდება.  მერობის კანდიდატების დასახელება შეუძლიათ როგორც პარტიებს, ისე საინიციატივო ჯგუფებს. არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთა სულ მცირე 50% უნდა მოიპოვოს.
თბილისში პარტიის მთავარ ოფისში გამართულ ღონისძიებაზე მერობის კანდიდატები პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ დაასახელა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები არიან:
  1. ქუთაისი – ხატია დეკანოიძე;
  2. მცხეთა – ზაალ უდუმაშვილი;
  3. რუსთავი – დავით კირკიტაძე;
  4. თელავი – გიორგი ბოტკოველი;
  5. ზუგდიდი – ანზორ მელია;
  6. მარტვილი – თემურ ჯანაშია;
  7. ბათუმი – გიორგი კირთაძე;
  8. ქობულეთი – ბონდო თედორაძე;
  9. ხელვაჩაური – მიშა ბოლქვაძე;
  10. ქედა – რამი ბერიძე;
  11. შუახევი – როინ ზოიძე;
  12. ხულო – გოგიტა სოლომონიძე;
  13. ​ვანი – ბადრი მებურიშვილი;
  14. ზესტაფონი – ბაქარ ხიჯაკაძე;
  15. სამტრედია – მამუკა ბიბილეიშვილი;
  16. ადიგენი – მარეხი დათაშვილი;
  17. ასპინძა – გიორგი გიორგაძე;
  18. საგარეჯო – დავით ჯავახიშვილი;
  19. ახმეტა – ზურაბ ოტიაშვილი;
  20. ​გურჯაანი – სერგი კაკალაშვილი;
  21. დედოფლისწყარო – თამაზ კოჭლამაზაშვილი;
  22. სიღნაღი – ზაზა პაპუაშვილი;
  23. დმანისი – გიორგი ტატუაშვილი;
  24. თეთრიწყარო – ვანო მაღალაშვილი;
  25. გორი – ვასილ მახარაშვილი;
  26. ხაშური – იოსებ ბუაძე;
  27. კასპი – ნუგზარ ნონიაშვილი;
  28. ქარელი – ნიკოლოზ ახალკაცი;
  29. ხობი – ბესო შენგელია.
დღესვე გახდა ცნობილი, რომ სავარაუდოდ გაერთიანებული ოპოზიციიდან ფოთის მერობის კანდიდატი იქნება პარლამენტის დეპუტატი ენმ-დან თინათინ ბოკუჩავა.
რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატს, ამ პოსტზე პარტიამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა უკვე წარადგინეს ნიკა მელია. დედაქალაქის მერობისვის ბრძოლაში მელიას გარდა, საკუთარ ძალებს მოსინჯავენ დედაქალაქის მოქმედი მერი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე და „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარდგენილი მიხეილ ქუმსიშვილი.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს.
ყველა ახალი ამბავი
0