საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

© photo : press-service of the Ministry of Health & Social Affairs of Ajaraვაქცინაცია აჭარაში
ვაქცინაცია აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო 5 ივლისს, მას შემდეგ რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების ვაქცინების Sinopharm და Sinovac მილიონი დოზა მიიღო
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში ვაქცინაციის რეკორდი დაფიქსირდა - კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 23.935-მა ადამიანმა გაიკეთა, ნათქვამია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის განცხადებაში.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
ახალციხეში გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით მასწავლებლების ვაქცინაცია ჩატარდა
ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში 688.940 აცრა ჩატარდა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 210.776 ადამიანი.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. მანამდე პირველ ეტაპზე იცრებოდა მედპერსონალი, მაგრამ დაბალი მიმართვიანობის გამო იმუნიზაციის პროგრამა გაფართოვდა. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვირუსის დასამარცხებლად აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის 60–70% იყოს ვაქცინირებული.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ მონაცემებს.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. AstraZeneca-ს არჩევა 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური