ორი დღის მონაცემები: სოფელ სამებასთან მესამე მიწისძვრა დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Stringerსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
გამოწერა
მანამდე სოფელ სამებასთან ორი მიწისძვრა დაფიქსირდა - 6 აგვისტოს საღამოს და 7 აგვისტოს გამთენიისას
თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik. საქართველოში დღეს დილით კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
გავრცელებული ცნობით,  4.0 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისის დროით 08:28 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქი დმანისიდან 25 კილომეტრში, კვლავ სოფელ სამებასთან იყო.
მანამდე სამებასთან რყევები დაფიქსირდა 7 აგვისტოს 03:36 საათზე და ასევე 6 აგვისტოს 19:25 საათზე.
ყველა ახალი ამბავი
0