„თბილსერვის ჯგუფი“ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ღამის საათებში გაიტანს

© Sputnik / Levan Avlabreli"თბილსერვის ჯგუფი"
თბილსერვის ჯგუფი - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
გამოწერა
2018 წლის მარტში დედაქალაქის მერიამ საპილოტო პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა 32 ქუჩაზე საღამოს საათებში ხდება.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ღამის საათებში გაიტანს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
მერის თქმით, ცენტრალურ უბნებში საპილოტო ფორმატით დაწყებული პროექტი უკვე მთელი თბილისის მასშტაბით განხორციელდება, რაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ახალი რეჟიმის დაწესებას ითვალისწინებს. კალაძის განცხადებით, ნაგავმზიდი მანქანები ნარჩენებს 22:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში გაიტანენ. 
გარე განათება - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
დავზოგავთ და გადავიხდით – როგორ გეგმავს კალაძე გარე განათების შეცვლას
„ჩვენ ადრე დავიწყეთ საპილოტო პროექტი, რომელიც ნარჩენების ღამის საათებში გატანას ითვალისწინებდა და ის საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს დღესაც. გვინდა დავიწყოთ ამ პროექტის თბილისის მასშტაბით განხორციელება“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქში არსებობს გარკვეული ქუჩები, რომლებიც საჭიროებს ნარჩენების დღის განმავლობაში გატანას. აღნიშნულ ქუჩებზე სამუშაოები პიკის საათების გათვალისწინებით, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე განხორციელდება.
2018 წლის მარტში დედაქალაქის მერიამ საპილოტო პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა 32 ქუჩაზე საღამოს საათებში ხდება.
პროექტის განხორციელება დაიწყო ვაკის პარკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე ჭავჭავაძის გამზირზე და მის მიმდებარე ქუჩებზე.
საპილოტო პროექტი ხორციელდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, ასევე აბაშიძის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, კავსაძის, ბაზალეთის, ერისთავის, ნაფარეულის, ბარნოვის, არაყიშვილის, ტ. ტაბიძის, რადიანის, მცხეთის, შატბერაშვილის, ჯანაშვილის, ქუთათელაძის, ატენის, რაზმაძის, ელიავას, ცხვედაძის, მარუხის გმირების, ქობულეთის, ჩოლოყაშვილის, რამიშვილის, გაბაშვილის, ყიფშიძის, აბულაძის, მარაბდის, მოსეშვილის, დარიალის და კეკელიძის ქუჩებზე.
 
ყველა ახალი ამბავი
0